ბრიტანეთის გვიანა (საფოსტო მარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრიტანეთის გვიანას 1 ცენტიანი ნიმუში
ბრიტანეთის გვიანას 4 ცენტიანი ნიმუში

ბრიტანეთის გვიანა — მრავალი ფილატელისტი მიიჩნევს მას ყველაზე სასურველ და იშვიათ საფოსტო მარკად.[1][2] ის 1856 წელს შეზღუდული რაოდენობით გამოიცა ბრიტანეთის გვიანაში (დღევანდელი გაიანა). ის არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საფოსტო მარკა რომელიც არ არის წარმოდგენილი ბრიტანეთის სამეფო ფილატელისტურ კოლექციაში.[3]

ის არაპერფორირებულადაა დაბეჭდილი მეწამულ ქაღალდზე და მასზე იალქნიან ხომალდთან ერთად გამოსახულია კოლონიის ლათინური დევიზი : Damus Petimus Que Vicissim" (ჩვენ გავცემთ და ველოდებით სამაგიეროს). გემი და წარწერა მოქცეულია ვიწრო ოთხკუთხედ ჩარჩოში, რომლის გარეთაც აწერია: გამომშვები ქვეყანა, ორგანიზაცია და ღირებულება. მთლიანი მარკა შემოსაზღვრულია შავი ჩარჩოთი.

2014 წლის 17 ივნისს ერთი ეგზემპლიარი გაიყიდა 9,480,000 დოლარად. ბოლო ოთხი გაყიდვის დროს ამ საფოსტო მარკამ ოთხჯერვე სარეკორდო ფასი დააფიქსირა.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carlton, R. Scott (1997). The international encyclopaedic dictionary of philatelics. Krause Publications, გვ. 36–37. ISBN 0-87341-448-9. 
  2. http://www.bbc.co.uk/news/world-us-canada-27890106
  3. Feinberg, Ashley. (1 March 2014) Why This Red Smudge Is The Most Valuable Stamp In The World. Gizmodo Australia. წაკითხვის თარიღი: 8 December 2014.
  4. Rare British Guiana stamp sets record at New York auction“, 17 June 2014. წაკითხვის თარიღი: 18 June 2014.