ტრე სკილინგ ყვითელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულ ტრე სკილინგ ბანკო.

ტრე სკილინგ ყვითელი, ან 3 სკილინგ ბანკო (მცდარი ფერით - Gul tre skilling banco) — შვედეთის საფოსტო მარკა, 2004 წლისთვის ყველაზე ძვირფასი საფოსტო მარკა მსოფლიოში. ფასით (აშშ)$71 მილიარდი/კილოგრამზე (1998 წლ. მონაცემებით) ეს ყველაზე ფასიანი ნივთია მსოფლიოში წონითა და მოცულობით.

1855 წელს შვედეთმა გამოუშვა მისი პირველი საფოსტო მარკები - ხუთი ნაირსახეობა შვედეთის გერბის გამოსახულებით 3-დან 24 სკილინგამდე დენომინაციით. 3-სკილინგიანი ჩვეულებრივ ლურჯ-მწვანე ფერით იბეჭდებოდა, ხოლო 8-სკილინგიანი კი ყვითელ-ნარინჯისფერით. გაურკვეველია თუ რა მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ 8-სკილინგიანი ყალიბი საბეჭდ დაზგაზე (რომელიც 100 ყალიბისგან შედგებოდა 10x10-ზე წყობით) გაფუჭდა ან დაიმტვრა და შეცდომით შეცვლილ იქნა 3-სკილინგიანი ყალიბით. მარკების რაოდენობა დაბეჭდილი მცდარი ფერით უცნობია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]