გაიუს კეისარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიუს კეისარი
8089 - Roma - Ara Pacis - Caio Cesare - Foto Giovanni Dall'Orto - 28-Mar-2008.jpg
მშობ. სახელი GAIVS IVLIVS CAESAR VIPSANIANVS
დაბ. თარიღი გაიუს ვიფსანიუს აგრიპა
ძვ. წ. 20
რომი
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, ახ. წ. 4
ლიკია
დაკრძალულია ავგუსტუსის მავზოლეუმში
მეუღლე(ები) ლივილა
მშობლები მამა: მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
ავგუსტუსი (მამობილი)
დედა: იულია უფროსი

გაიუს იულიუს კეისარი (დ. ძვ. წ. 20 — გ. 21 თებერვალი, ახ. წ. 4), უმეტესად ცნობილია, როგორც გაიუს კეისარი ან კაიუს კეისარიმარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის უფროსი ვაჟი.[1] დაიბადა ძვ. წ. 20 წელს, 14 აგვისტოსა და 13 სექტემბერს შორის. თავდაპირველად, ერქვა გაიუს ვიფსანიუს აგრიპა, თუმცა, როდესაც იგი თავისმა პაპამ, დედის მხრიდან, იმპერატორმა ავგუსტუსმა იშვილა, რომელიც იულიუსის გვარის მატარებელი იყო, გაიუსის სახელი შეიცვალა და გახდა გაიუს იულიუს კეისარი.

მიუხედავად იმისა, რომ რომაული შვილად აყვანის პრაქტიკა კოგნომენ ვიფსანიანუსის გამოყენებასაც გულისხმობდა, არ არსებობს რაიმე ლიტერატურული ან მატერიალური მინიშნება იმის სამტკიცებლად, რომ ავგუსტუსის მიერ ნაშვილები აგრიპას ვაჟები მას იყენებდნენ.

გაიუს კეისარი

ძვ. წ. 17 წელს გაიუსი თავის ძმასთან, ლუციუს კეისართან ერთად იშვილა პაპამ, დედის მხრიდან, იმპერატორმა ავგუსტუსმა, რომელმაც ორივე მათგანი თავის მემკვიდრეებად დაასახელა. ძვ. წ. 6 წელს რომის პლებსმა გაიუსის კონსულად არჩევის აგიტაცია დაიწყო, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ 14 წლის იყო და ჯერ არც ტოგა ვირილისს ატარებდა. კომპრომისის სახით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც გაიუსს სენატში ჯდომის ნებას აძლევდა და ისიც განისაზღვრა, რომ ოცი წლის ასაკში კონსულიც გახდებოდა. სამი წლით უმცროსი ლუციუსიც მიიღებდა იგივე პატივს, როდესაც შესაბამისი ინტერვალი გაივლიდა. მათ პატივსაცემად აღმართეს ტაძრები და ქანდაკებები (როგორიცაა მეზონ კარე ნიმში). ძვ. წ. 1 წელს იგი არმიის მეთაურად დაინიშნა აღმოსავლეთში და 2 წელს ფრაატ V-სთან სამშვიდობო ხელშეკრულებაც გააფორმა მდინარე ევფრატში მდებარე კუნძულზე. ახ. წ. 1 წელს, გაიუსი რომის კონსული გახდა ლუციუს ემილიუს პაულუსთან ერთად.

ძვ. წ. 1 წელს გაიუსი დაქორწინდა ლივილაზე, ნერონ კლავდიუს დრუზუსისა და ანტონია უმცროსის ქალიშვილზე. წყვილს შვილები არ ჰყოლია.[2]

ლუციუსი მასილიაში გარდაიცვალა ახ. წ. 2 წელს. მისი კენოტაფი იქ მდებარეობს. გაიუსი ორი წლის შემდეგ, ლიკიაში მოკვდა 24 წლის ასაკში, სომხეთში წარმოებულ კამპანიაში დაჭრის შემდეგ.[3]

იმპერატორის ფავორიტი მემკვიდრეების, ლუციუსისა და გაიუსის სიკვდილმა, ავგუსტუსს თავისი გერის, ტიბერიუსისა და შვილიშვილის, პოსტუმუს აგრიპას შვილად აყვანისა და მათი მემკვიდრეებად გამოცხადებისაკენ უბიძგა.

ტაციტუსი ვარაუდობს, რომ გაიუსის გარდაცვალებასთან ბინძური თამაში იყო დაკავშირებული და რომ მის სიკვდილში ავგუსტუსის ცოლის, ლივიას ხელი ერია. ამ უკანასკნელის შესაძლო მოტივი შეიძლება ყოფილიყო თავისი შვილის, ტიბერიუსისათვის ავგუსტუსის მემკვიდრედ გახდომაში ხელის შეწყობა.[4]

1976 წლის სატელევიზიო სერიალში, მე, კლავდიუსი, გაიუსის როლი ერლ როდესმა შეასრულა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Wood, Susan. (1999) Imperial Women: A Study in Public Images, 40 B.C. – A.D. 68 "Brill Academic Publishers". p. 321. ISBN 90-04-11969-8.
  2. Hazel, John. (2002) Who's Who in the Roman World "Routledge (UK)". p. 48. ISBN 0-415-29162-3.
  3. Mommsen, Theodore. (1996) A History of Rome Under the Emperors "Routledge (UK)". p. 107. ISBN 0-415-10113-1.
  4. Tacitus, The Annals 1.3
წინამორბედი:
ტიბერიუსი
რომის იმპერიის კეისარი
ძვ. წ. 1 - ახ. წ. 4
შემდეგი:
ტიბერიუსი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
კოსუს კორნელიუს ლენტულუსი და ლუციუს კალპურნიუს პიზონი
რომის იმპერიის კონსული
ლუციუს ემილიუს პაულუსსა (სუფექტი) და
მ. ჰერენიუს პიკენსთან ერთად

ახ. წ. 1
შემდეგი:
პუბლიუს ვინიციუსი და ალფენუს ვარუსი