ნერონ კლავდიუს დრუზუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერონ კლავდიუს დრუზუსი

ნერონ კლავდიუს დრუზუსის ბიუსტი. დაცულია რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში.
დაბადების თარიღი 14 იანვარი, ძვ. წ. 38
იტალია
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 9 წლის ზაფხული (29 წლის)
გერმანია
დაკრძალულია ავგუსტუსის მავზოლეუმში
მეუღლე(ები) ანტონია უმცროსი
შვილ(ებ)ი გერმანიკუსი
ლივილა
კლავდიუსი
მშობლები მამა: ტიბერიუს კლავდიუს ნერონი
დედა: ლივია დრუზილა

ნერონ კლავდიუს დრუზუს გერმანიკუსი (ლათ. Nero Claudius Drusus Germanicus; დ. 14 იანვარი, ძვ. წ. 38 — გ. ზაფხული, ძვ. წ. 9 [1]), დაბადებისას დეციმუს კლავდიუს დრუზუსი,[2] აგრეთვე უწოდებდნენ დრუზუს კლავდიუს ნერონს,[3] დრუზუსს, ნერონ დრუზუსსა და დრუზუს უფროსს — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. მამის მხრიდან იგი პატრიციულ კლავდიუსების გვარს ეკუთვნოდა, თუმცა მისი ბებია, დედის მხრიდან, პლებეური ოჯახიდან იყო. იგი იყო ლივია დრუზილას ვაჟი და ამ უკანასკნელის მეორე ქმრის, იმპერატორ ავგუსტუსის კანონიერი გერი. აგრეთვე, იმპერატორ ტიბერიუსის ძმა, კლავდიუსისა და გერმანიკუსის მამა, კალიგულას პაპა მამის მხრიდან და ნერონის დიდი პაპა დედის მხრიდან.

დრუზუსმა უხელმძღვანელა რომის პირველ მნიშვნელოვან სამხედრო კამპანიას რაინის გასწვრივ და დაიწყო გერმანიის დაპყრობა, რითაც გახდა პირველი რომაელი მხედართმთავარი, რომელმაც მდინარეებს ვეზერსა და ელბას მიაღწია. ძვ. წ. 12 წელს ილაშქრა გერმანიაში და დაიმორჩილა სიკამბრები. მოგვიანებით იმავე წელს ხელმძღვანელობდა საზღვაო ექსპედიციას გერმანული ტომების წინააღმდეგ ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროების გასწვრივ, დაიმორჩილა ბატავიანელები და ფრიზები და ვეზერის შესართავთან დაამარცხა ხავკები. ძვ. წ. 11 წელს დაიმორჩილა უზიპეტები და მარსები, რითაც რომის კონტროლი ზემო ვეზერამდე განავრცო. ძვ. წ. 10 წელს წამოიწყო ლაშქრობა ხატებისა და მოძლიერებული სიკამბრების წინააღმდეგ. დრუზუსმა ორივეს დამორჩილება შეძლო. მომდევნო წელს, როდესაც კონსულის თანამდებობა ეკავა, დაიმორჩილა მატიაკები და დაამარცხა მარკომანები და ხერუსკები, ეს უკანასკნელები ელბის მახლობლად, თუმცაღა მომდევნო წელს გარდაიცვალა და რომმაც თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი დაკარგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
აფრიკანუს ფაბიუს მაქსიმუსი და იულუს ანტონიუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიტუს კვინქტიუს კრისპინიუს სულპიციანუსთან ერთად
ძვ. წ. 9
შემდეგი:
გაიუს მარციუს ცენზორინუსი და გაიუს აზინიუს გალუსი