შინაარსზე გადასვლა

ლუციუს ვიფსანიუს აგრიპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუციუს ვიფსანიუს აგრიპა — რომაელი პოლიტიკოსისა და მხედართმთავრის, მარკუს ვიფსანიუს აგრიპას, სახელგანთქმული რომაელი ქალბატონის, ვიფსანია პოლასა და კიდევ ერთი ლუციუს ვიფსანიუს აგრიპას მამა.

ლუციუს ვიფსანიუს აგრიპას ოჯახი იტალიის სოფლებიდან იღებს სათავეს. ის ღარიბი და პლებეური წარმოშობისა იყო. ოჯახი მხედართა კლასს მიეკუთვნებოდა და სიმდიდრის დაგროვებაც შეძლო, თუმცა რომაული არისტოკრატიისათვის ის მაინც შეუმჩნეველი და უბრალო იყო. ლუციუსის ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

118 წელს იმპერატორმა ადრიანემ ააგო რომის პანთეონი, რომელმაც იმავე ადგილას მდგარი უფრო მცირე ზომის ტაძარი ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი ლუციუსის ვაჟის, მარკუსის მიერ იყო აგებული თავისი მესამე კონსულობის ვადაში. ლუციუს ვიფსანიუსისა და მისი ვაჟის სახელები შენობაზეა ამოკვეთილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]