ამირან გაგუა
ამირან თევდორეს ძე გაგუა (დ. 27 დეკემბერი, 1930, სოხუმი) — ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1989). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი {2000).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წელს დაამთავრა სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალის კლასი, ხელმძღვანელი ნ. ბოკუჩავა), 1956 წელს — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია (დ. ანდღულაძის კლასი), სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიის წარმოდგენებში. შეასრულა ახალგაზრდა ბოშას პარტიას, რახმანინოვის ოპერა „ალეკოში“, ლენსკის პარტია პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“ და სხვა. 1956 წელს კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე შესრულებული აქვს ლირიკული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა კოტე (ვ. დილიძის „ქეთო და კოტე“), ბარონი როზენი (ა. ბუკიას „არსენა“), პუშკინი (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), ჰერცოგი, ალფრედი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“), რუდოლფი (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“), ერნესტო (გ. დონიცეტის „დონ პასკუალე“), ტამინო, დონ ოტავიო (ვ. ა. მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, „დონ ჟუანი“), სალოსი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვები.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
- 1989 — საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი[2]
- 2000 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 530.