ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფა
ბჰუტანი დაყოფილი ოთხ ძონგდეიდ (ინგლ. dzongdey), რომელთა შემადგენლობაშიც შედის 20 ძონგხაგი (ძონგ-კე རྫོ་ཁག། ,ინგლ. dzongkhag). ყოველი ძონგხაგი, თავის მხრივ, იყოფა გევოგებად (ინგლ. gewog), რომლებიც ხანდახან გაერთიანებულია დუნგხაგებში (ინგლ. dungkhag).
ძონგდეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს ბჰუტანის ძონგხაგები გაერთიანდა ოთხ ძონგდეიში, რათა შექმნილიყო შუალედური მართვა ძონხაგებსა და სახელმწიფოს შორის.[1]
ძონგდეი (ზონა) |
ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა, (2005) ადამ. |
მოსახლეობის სიმჭიდროვე, ადამ./კმ² |
ძონგხაგების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
დასავლეთი | თიმფუ | 8345 | 281244 | 33,70 | 5 |
ცენტრალური | დამფუ | 11023 | 88855 | 8,06 | 5 |
სამხრეთი | გელეფუ | 8499 | 89720 | 10,56 | 4 |
აღმოსავლეთი | მონგარი | 10949 | 175163 | 16,00 | 6 |
მთლიანი ბჰუტანის | თიმფუ | 38 816 | 634 982 | 16,36 | 20 |
ძონგხაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძონგხაგი (ძონგ-კე. རྫོ་ཁག།; ინგლ. Dzongkhag), ძონგ-კეს ენაზე ბჰუტანის პირველი დონის დაქვემდებარების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ძონგხაგები დაყოფილია გევოგებად (ინგლ. gewogs). ზოგიერთ დიდ ძონგხაგს აქვს ერთი ან მეტი შუალედური ერთეული, რომლებსაც ეწოდება დუნგხაგი (ინგლ. dungkhag), რომელიც აგრეთვე იყოფა გევოგებად.
ძონგხაგების დასახელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]No. | ძონგხაგი | ოფიციალური დასახელება (ინგლ.)[2] |
წინა ან სხვა დასახელებები (ინგლ.)[1] |
ძონგ-კე | რომანიზაცია 1 | ძონგდეი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | ბუმთანგი | Bumthang | བུམ་ཐང་ | Bºumtha | სამხრეთი | |
2. | ჩუხა | Chhukha | Chukha | ཆུ་ཁ་ | Chukha | დასავლეთი |
3. | დაგანა | Dagana | Dhakana, Tagana, Daga | དར་དཀར་ནང་ | Dºagana | ცენტრალური |
4. | გასა | Gasa | མགར་ས་ | Gâsa | ცენტრალური | |
5. | ჰაა | Haa | Ha | ཧད་ / ཧཱ་ | Hâ | დასავლეთი |
6. | ლჰუენცე | Lhuentse | Lhuntshi, Lhuntsi, Lhuntse | ལྷུན་རྩེ་ | Lhüntsi | აღმოსავლეთი |
7. | მონგარი | Mongar | Monggar, Mongor | མོང་སྒར་ | Mongga | აღმოსავლეთი |
8. | პარო | Paro | Rinpung | སྤ་གྲོ་ | Paro | დასავლეთი |
9. | პემა-გატშელი | Pema Gatshel | Pemagatsel, Pemagatshel | པདྨ་དགའ་ཚལ་ | Pemagatshä | აღმოსავლეთი |
10. | პუნაქა | Punakha | Punaka | སྤུ་ན་ཁ་ | Punakha | ცენტრალური |
11. | სამდრუპ-ჯონგხარი | Samdrup Jongkhar | Samdrup, Samdrup Jongkha | བསཾ་གྲུབ་ལྗོངས་མཁར་ | Samdru Jongkha | აღმოსავლეთი |
12. | სამცე | Samtse | Samchi | བསམ་རྩེ་ | Samtsi | დასავლეთი |
13. | სარპანგი | Sarpang | Geylegphug, Gaylegphug, Gelephu (Sarbhang) | གསར་སྦང་ | Sarbang | სამხრეთი |
14. | თიმფუ | Thimphu | Tashi Chho Dzong, Thimbu | ཐིམ་ཕུག་ | Thimphu | დასავლეთი |
15. | ტრაშიგანგი | Trashigang | Tashigang | བཀྲ་ཤིས་སྒང་ | Trashigang | აღმოსავლეთი |
16. | ტრაშიიანგცე | Trashiyangtse | Tashi Yangtse, Trashi Yangtse, Trashiyangtsi, Trashiyangste | བཀྲ་ཤིས་གཡང་རྩེ་ | Trashi’yangtse | აღმოსავლეთი |
17. | ტრონგსა | Trongsa | Tongsa | ཀྲོང་གསར་ | Trongsa | სამხრეთი |
18. | ცირანგი | Tsirang | Chirang | རྩི་རང་ | Tsirang | ცენტრალური |
19. | ვანგდი-ფოდრანგი | Wangdue Phodrang | Wangdi Phodrang, Andguphodang, Wangdue, Wangdue Phodrang, Wangdupotrang, Wangü-Phodrang |
དབང་འདུས་ཕོ་བྲང་ | 'Wangdi Phodrºa | ცენტრალური |
20. | ჟემგანგი | Zhemgang | Shemgang | གཞལ་སྒང་ | Zhºämgang | სამხრეთი |
1 used by Dzongkha Development Authority (reflects pronunciation)
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველად ბჰუტანში იყო ცხრა რაიონი: ბიაკარი (ინგლ. Byakar), დუკიე (ინგლ. Dukye), ჰა (ინგლ. Ha), პარო (ინგლ. Paro), პუნახა (ინგლ. Punakha), ტაგანა (ინგლ. Tagana), თიმბუ (ინგლ. Thimbu), ტონგსა (ინგლ. Tongsa) და ვანგდი-ფოდრანგი (ინგლ. Wangdue Phodrang). ამ ცხრა რაიონს მართავდნენ პენლოპები (ინგლ. penlops). მოგვიანებით ქვეყანა დაიყო ძონგხაგებად. 1987 წელს გასის ძონგხაგის ტერიტორია გაიყო პუნახასა და თიმფუს ძონგხაგებს შორის. ხოლო ჩუხის ძონგხაგი წარმოიქმნა სამცეს, პაროსა და თიმფუს ძონგხაგების ნაწილებისგან. 1992 წელს გასის ძონგხაგი გამოეყო პუნახის ძონგხაგს, ხოლო ტრაშიიანგცე გამოეყო ტრაშიგანგის ძონგხაგს.[1]
ძონგხაგების მართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველ ძონგხაგს მართავს ადმინისტრაციის მთავარი, რომელსაც ეწოდება ძონგდაგი (ინგლ. dzongdag). თავდაპირველად ძონგდაგებს ნიშნავდა ბჰუტანის მეფე, მაგრამ 1982 წლიდან მათ ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის სამეფო კომისია. ძონგდაგი თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით განაგებს მთელ ძონგხაგს. ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში მას ეხმარება ძონგრაბი (ინგლ. dzongrab) (ადმინისტრაციის მთავრის თანაშემწე). Dzongkhag Yargye Tshogchungs, რომლებიც შედგებიან მოსახლეობის წარმომადგენლებისა და ძონგხაგების ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ეხმარებიან ძონგდაგს მისი ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში. ძონგდაგს ასევე ეხმარებიან გაპები (ინგლ. Gups), რომლებიც ძონგხაგების გევოგებში (ინგლ. gewogs) ირჩევა. ბჰუტანის მეოთხე მეფის, ჯიგმე სინგიე ვანგჩუკის ინიციატივით 1981 წელს დაიწყო მთავრობის დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვა The Dzongkhag Yargye Tshogchung-ის (DYT) (ინგლისური) ფორმირება (განვითარების რაიონული კომიტეტები) თითოეულ ძონგხაგში. ყოველი ძონგხაგის DYT შედგება ძონგხაგის ოფიციალური პირებისგან, მთავრებისგან და გევოგებისა და დუნგხაგების წარმომადგენლებისგან.
დუნგხაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუნგხაგი (ინგლ. Dungkhag) — ბჰუტანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. დუნგხაგები გევოგებთან ერთად შედის ძონგხაგებში და აერთიანებს რამდენიმე გევოგს. დუნგხაგები არ ფარავს ძონგხაგის მთელ ტერიტორიას (გამონაკლისია სარპანგი). მოსახლეობის მიხედვით ექვსი ყველაზე დიდი ძონგხაგისა და ჟემგანგის ძონგხაგის შემადგენლობაში შედის ერთიდან სამ დუნგხაგამდე. დუნგხაგების საერთო რაოდენობა ბჰუტანში არის 15[2].
სტატისტიკური ინფორმაცია ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]No. | ძონგხაგი | ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა, (2005) ადამ. |
მოსახლეობის სიმჭიდროვე, ადამ./კმ² |
ძონგდეი | დუნგხაგები[2] | გევოგები | ქალაქები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. | ბუმთანგი | ჯაკარი | 2490 | 16116 | 6,47 | Southern | - | 4 | 5 |
2. | ჩუხა | ციმაშამი | 1991 | 74387 | 37,36 | Western | 1 | 11 | 6 |
3. | დაგანის ძონგხაგი | დაგანა | 1276 | 18222 | 14,28 | Central | 1 | 14 | 5 |
4. | გასის ძონგხაგი | გასა | 4089 | 3116 | 0,76 | Central | - | 4 | 1 |
5. | ჰაა | ჰაა | 1319 | 11648 | 8 83 | Western | 1 | 6 | 1 |
6. | ლჰუენცე | ლჰუენცე | 2881 | 15395 | 5,34 | Eastern | - | 8 | 2 |
7. | მონგარი | მონგარი | 1638 | 37069 | 22,63 | Eastern | 1 | 17 | 4 |
8. | პარო | პარო | 1693 | 36433 | 21,52 | Western | - | 10 | 2 |
9. | პემა-გატშელი | პემა-გატშელი | 593 | 13864 | 23,38 | Eastern | 1 | 11 | 7 |
10. | პუნაქას ძონგხაგი | პუნაქა | 845 | 17715 | 20,96 | Central | - | 11 | 1 |
11. | სამდრუპ-ჯონგხარი | სამდრუპ-ჯონგხარი | 2207 | 39961 | 18,11 | Eastern | 2 | 11 | 5 |
12. | სამცე | სამცე | 1725 | 60100 | 34,84 | Western | 2 | 15 | 3 |
13. | სარპანგი | სარპანგი | 2048 | 41549 | 20,29 | Southern | 1 | 12 | 2 |
14. | თიმფუ | თიმფუ | 1617 | 98676 | 61,02 | Western | 1 | 10 | 1 |
15. | ტრაშიგანგი | ტრაშიგანგი | 2171 | 51134 | 23,55 | Eastern | 3 | 15 | 6 |
16. | ტრაშიიანგცე | ტრაშიიანგცე | 1459 | 17740 | 12,16 | Eastern | - | 8 | 2 |
17. | ტრონგსა | ტრონგსა | 1815 | 13419 | 7,45 | Southern | - | 5 | 1 |
18. | ცირანგი | დამფუ | 632 | 18667 | 29,54 | Central | - | 12 | 1 |
19. | ვანგდი-ფოდრანგი | ვანგდი-ფოდრანგი | 4181 | 31135 | 7,39 | Central | - | 15 | 3 |
20. | ჟემგანგი | ჟემგანგი | 2146 | 18636 | 8,68 | Southern | 1 | 8 | 3 |
მთელი ბჰუტანი | თიმფუ | 38816 | 634982 | 16,36 | 15 | 207 | 61 |
გევოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გევოგი (ინგლ. gewog, geog) — ბჰუტანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. აერთიანებს რამდენიმე სოფელს და ადგენს შუალედურ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს დასახლებულ პუნქტებსა და ძონგხაგებს შორის. ბჰუტანის 20 ძონგხაგი დაყოფილია 206 გევოგად[2].
თითოეულ გევოგს მართავს, ე.წ. გაპი (ინგლ. gup). 1991 წლიდან გევოგები ოფიციალურად გახდა ადმინისტრაციული ერთეულები.
ჩივოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩივოგი (ძონგ-კე. སྤྱི་འོག་ [spyi-'og] — „chewog“) — ბჰუტანის მესამე დონის დაქვემდებარების ადმინისტრაციული ერთეული. ასევე წარმოადგენს საამომრჩევლო სეგმენტს. ქვეყანაში 1044 ჩივოგია. როგორც წესი, თითოეულ გევოგში 5-6 ჩივოგია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Political Map of Bhutan დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) — ბჰუტანის ძონგხაგებად დაყოფის რუკა
- Administrative Map of Bhutan (ინგლისური) — ბჰუტანის რუკა ძონგხაგების, დასახლებული პუნქტების, გზების, მდინარეების, მთებისა და სხვათა საზღვრების აღნიშვნით
- Bhutan_ Districts, Major Cities & Towns — Statistics & Maps on City Population
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|