ბუშეტის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუშეტის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ბუშეტიდან 3 კილომეტრზე, სასაფლაოზე. იგი სავარაუდოდ, თარიღდება XV საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (3,5x2,4 მ). ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. მათ წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიური აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანივე სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმლები სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ყველა თაღი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთ სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშაა მოწყობილი. აფსიდის შუაში დგას ტრაპეზის ქვა. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომელსაც კონქის სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული კამარით. დაზიანებულია შენობის გადახურვა.

ეკლესიის მახლობლად ძევს ძველი საფლავის ქვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]