ბუჟუმბურა-რურალი
იერსახე
| პროვინცია | |
|---|---|
|
ბუჟუმბურა-რურალი ფრანგ. Bujumbura Rural | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Isale |
| შიდა დაყოფა | Bugarama, Isare, Mugere, Kanyosha, Mubimbi, Mugongo, Muhuta, Mukike, Mutambu, Mutimbuzi და Nyabiraba |
| კოორდინატები | 3°22′44″ ს. გ. 29°25′36″ ა. გ. / 3.37889° ს. გ. 29.42667° ა. გ. |
| დაარსდა | 1991 |
| ფართობი | 1089 კმ² |
| მოსახლეობა | 555 933 კაცი (2008) |
| სიმჭიდროვე | 510,50 კაცი/კმ² |
| გაუქმდა | 2025 |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
|
| |
ბუჟუმბურა-რურალი (ფრანგ. Bujumbura Rural) — ბურუნდის 17 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში. ფართობი — 1089 კმ², მოსახლეობა — 555 933 ადამიანი[1].
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუჟუმბურა, რომელიც ასევე ქვეყნის დედაქალაქიცაა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთით ესაზღვრება ბუბანზას პროვინციას, აღმოსავლეთით — მურამვიის პროვინციას და მვაროს პროვინციას, სამხრეთით — ბურურის პროვინციას, დასავლეთით — ბუჟუმბურა-მერის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, დასავლეთით გარს აკრავს ტანგანიიკის ტბის წყლები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსდა 1991 წლის 8 ნოემბერს ბუჟუმბურას პროვინციის გაყოფის შედეგად. ქალაქის ნაწილს დაერქვა ბუჟუმბურა-მერი, ხოლო სოფლის ნაწილს — პროვინცია ბუჟუმბურა-რურალი[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუჟუმბურა-რურალი იყოფა 11 კომუნად:[1]
- Bugarama
- Isale
- Kabezi
- Kanyosha
- Mubimbi
- Mugongomanga
- Muhuta
- Mukike
- Mutambu
- Mutimbuzi
- Nyabiraba
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
| |||||