შინაარსზე გადასვლა

ბუჟუმბურა-მერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ბუჟუმბურა-მერი
ფრანგ. Bujumbura Mairie
ქვეყანა ბურუნდის დროშა ბურუნდი
ადმ. ცენტრი ბუჟუმბურა
შიდა დაყოფა ბუჟუმბურა, Buyenzi, Bwiza, Ngagara, Nyakabiga, Musaga, Cibitoke, Kamenge, Kinama, Rohero zone და Zone of Kanyosha
კოორდინატები 3°24′00″ ს. გ. 29°24′00″ ა. გ. / 3.40000° ს. გ. 29.40000° ა. გ. / -3.40000; 29.40000
დაარსდა 1991
ფართობი 87 კმ²
მოსახლეობა 497 166 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 5714,55 კაცი/კმ²
გაუქმდა 2025
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

ბუჟუმბურა-მერი (ფრანგ. Bujumbura Mairie) — ბურუნდის 17-დან ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში. ფართობი — 87 კმ², მოსახლეობა 497 166 ადამიანი[1].

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუჟუმბურა, რომელიც ასევე ქვეყნის დედაქალაქია.

ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში ესაზღვრება პროვინცია ბუჟუმბურა-რურალს, დასავლეთში გარს ეკვრის ტანგანიიკის ტბის წყლები.

დაარსდა 1991 წლის 8 ნოემბერს ბუჟუმბურას პროვინციის გაყოფის შედეგად. ქალაქის ნაწილს დაერქვა ბუჟუმბურა-მერი, ხოლო სოფლის ნაწილს — პროვინცია ბუჟუმბურა-რურალი[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუჟუმბურა-მერი დაყოფილია 13 კომუნად:[1]

  • Buterere
  • Buyenzi
  • Bwiza
  • Cibitoke
  • Gihosha
  • Kamenge
  • Kanyosha
  • Kinama
  • Kinindo
  • Musaga
  • Ngagara
  • Nyakabiga
  • Rohero
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: