შუშის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუკა

შუშის მაზრა (რუს. Шушинский уезд) — რუსეთის იმპერიის დროს იყო ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი მაზრა (ადმინისტრაციული ერთეული), შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის განჯის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი შუშა (1840-1921 წლებში).[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუშის მაზრა მდებარეობდა ელიზავეტპოლის გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ჯავანშირის მაზრა, სამხრეთის მხრიდან ჯაბრაილის უეზდი, დასავლეთიდან ზანგეზურის მაზრა, ხოლო აღმოსავლეთიდან კი ბაქოს გუბერნია. რეგიონის ფართობი შეადგენდა 4 316 კვადრატულ ვერსს, ან 4 911 კილომეტრს (3 052 მილი). უიეზდი ჩვეულებრივ იყოფოდა მთიან და დაბლობ ნაწილებად. მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ძირითადათ მთები ფარავდნენ, რომლებიც მცირე კავკასიონის ქედის ნაწილს წარმოადგენდნენ (ზოგიერთი მათგანი ზღვის დონიდან 8 988 ფუტის სიმაღლეც კი აღწევს). უეზდის დაბლობიანი ნაწილები მდიდარი იყო მდინარეებით.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუშის უეზდის ტერიტორიები 1813 წლამდე ყარაბაღის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა, როდესაც ეს ტერიტორიები რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა. რუსეთის მმართველობა ოფიციალურად დამყარდა 1823 წელს. 1840 წლის 10 აპრილს კი შეიქმნა შუშის უეზდი, როგორც ცალკეული ადმინისტრაციული ერთეული იმპერიის კასპიის ოლქის შემადგენლობაში, მისი დედაქალაქი იყო შუშა. 1868 წელს მაზრა შეუერთდა ელიზავეტპოლის გუბერნიას.[2] მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა და 1918 წელს დაარსდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, შუშის მაზრა ისევე როგორც სხვა რეგიონები აზერბაიჯანულ-სომხური ტერიტორიული დავების ნაწილი გახდა. 1919 წლის აგვისტოში, დროებითი შეთანხმების შედეგად, შუშაში, ჯავანშირსა ჯაბრაილში ბრიტანეთის ბრძანებით დანიშნეს აზერბაიჯანის გუბერნატორი გენერალ-ხოსროვ ბეი სულთანოვი.[3][4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, შუშის უეზდის მთლიანი მოსახლეობა 138 771 ადამიანს შეადგენდა , რომელთაგან 73 953 სომეხი იყო, ხოლო 62 868 აზერბაიჯანელი.[5] მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით იყო დაკავებული მაღალმთიან რაიონებში. რაც შეეხება დაბლობ რეგიონებს აქ ძირითადათ ეწეოდნენ მებაღეობას, მეღვინეობასა და მესაქონლეობას. დაბლობები ასევე გამოიყენებოდა ბამბის მოსაყვანად, საიდანაც წელიწადში 20 ათას გირვანქა ბამბას აწარმოებდნენ. ვენახების მთლიანი ფართობი 4 494 დესიატინას (ძველი საზომი ერთეული) მოიცავდა, აქედან საშუალოდ იღებდნენ 106 860 გირვანქა ყურძენს. რეგიონში წელიწადში დაახლოებით 10 000 ტონა აბრეშუმი მიიღებოდა. მეცხოველეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონულ ეკონომიკაში, შეადგენდა 38 888 მსხვილფეხა საქონელს, 10 918 ბუფალოს, 133 648 ცხვარს, 3 052 თხას, 8 016 ცხენს, 4 052 ვირს, 1 052 ჯორს, 340 აქლემსა 4 052 ღორს.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О народонаселенiи Россiи по губернiямъ и уѣздамъ: LXII. Шемахинская губернiя, стр. 154. // Девятая ревизiя. Изслѣдованiе о числѣ жителей въ Россiи въ 1851 году Петра Кеппена. Санктпетербургь: Вь Типографiи Императорской Академiи наукь, 1857, 297 стр.
  • Шуша // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. წაკითხვის თარიღი: 2011-08-02. 
  2. 2.0 2.1 2.2 Брокгауз-Ефрон и Большая Советская Энциклопедия. Шуша. წაკითხვის თარიღი: 2011-08-02.
  3. Hille, Charlotte (2010) State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Leiden, the Netherlands: Koninklijke Brill NV, გვ. 165–166. ISBN 978-90-04-17901-1. წაკითხვის თარიღი: 2011-08-02. 
  4. Общие сведения об административно-территориальном делении. წაკითხვის თარიღი: 2011-08-02.
  5. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. წაკითხვის თარიღი: 2011-08-02.