შინაარსზე გადასვლა

ბუიუქ გალა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუიუქ გალა (აზერბ. Böyük Qala küçəsi — დიდი ციხე) — ისტორიულ უბანში მდებარე ქუჩა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მდებარეობს იჩერი-შეჰერში (ძველი ქალაქი), ასაფ ზეინალის ქუჩიდან კიჩიკ გალას ქუჩამდე (შამახის კარიბჭე).

ის არის ძველი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მარშრუტი.

ბუიუქ გალა წარმოადგენს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ერთ-ერთი უძველეს ქუჩას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქუჩა ნაწილობრივ მიჰყვება ქარავნის უძველეს მარშრუტს [1]. ძველ ქალაქში გადის რთული მარშრუტი, რომელიც მას ფეოდალურ-არისტოკრატიულ ზედა და კომერციულ და ხელოსნობის ქვედა ნაწილებად ყოფს. ილია ბერეზინმა, რომელიც ბაქოში იმყოფებოდა 1840-იან წლებში, აღწერს ქუჩას შემდეგნაირად: „როგორც მიუკერძოებელი აღწერილი, შემიძლია გირჩიოთ მხოლოდ ერთი ქუჩა ბაქოში, რომელიც უცნობი გეომეტრიის ხაზებში მიდის შემახას კარიდან და გადალახავს თითქმის მთელ ქალაქს ზღვისკენ“.

1850 წლის მარტში, ბაქოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო შამახის კარიბჭესთან მდებარე ქუჩის დასაწყისში. ეკლესიის მშენებლობისთვის შეირჩა არქიტექტორ ბელოვის პროექტი, რომელმაც ის შეასრულა ბერძნულ-ბიზანტიური სტილით. აღნიშნული შენობის სიმაღლე, რომელიც დასრულდა 1858 წელს, დაახლოებით 45 მეტრი იყო.

ბაქოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აკურთხეს მირლიკელი წმინდა ნიკოლოზის პატივსაცემად. 1930 წელს ეკლესია ნაწილობრივ განადგურდა და იგი ადაპტირებული იქნა, როგორც სამოქალაქო საჭიროებებისთვის [2].

1970-იან წლებში ნაწილობრივ დაანგრიეს ქუჩის ძველი შენობები (კერძოდ, ანიფა ტაგიევის სახლი) და აღმართეს ეროვნული ენციკლოპედიის შენობა.

სამეცნიერო ცენტრი აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია

აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს არაერთი ცნობილი შენობა, მათ შორის:

№9 - შვეიცარიის საელჩო;

№28 - აზერბაიჯანის მშვიდობის კომიტეტი;

№39 - ევროპის საბჭოს ოფისი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

№41 - სამეცნიერო ცენტრი აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია [3]

№42 - არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

№44 - ბაქოს ხანების სასახლის კომპლექსი

ბუიუქ გალაზე მდებარე არაერთი სახლი გამოცხადებულია, როგორც ადგილობრივი არქიტექტურული ძეგლი [4].

ფილმში „თეირანი-43“, მუსტაფას სტუდია მდებარეობდა ქუჩაზე, აქ გადაიღეს ფილმის გმირების სროლის ეპიზოდები [5].

ფილმში „ამფიბია ადამიანი“, იხტიანდრი აფრქვევდა ქუჩას აუზში (სპეციალურად გადაღებული ფილმისთვის) [6][7].

აღნშნულ ქუჩაზეა გადაღებული ასევე რამდენიმე ეპიზოდი ცნობილი ფილმიდან ბრილიანტის ხელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Какую тайну таят в себе улицы Ичеришехер?
  2. Памятники местного значения Ичери-шехер. Церковь Св.Николая. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-21. ციტირების თარიღი: 2017-05-15.
  3. ДОМ С ЦЕПЯМИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-21. ციტირების თარიღი: 2017-05-15.
  4. Ичери-шехер. Памятники местного значения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-21. ციტირების თარიღი: 2017-05-15.
  5. БАКУ ПОРАБОТАЛ ТЕГЕРАНОМ
  6. Баку в кинематографе.
  7. Azerbaijan 3600 Улица Бёюк Гала. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-07. ციტირების თარიღი: 2018-01-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუიუქ_გალა“-დან