ბაქოს არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
40°22′13″ ჩ. გ. 49°50′17″ ა. გ. / 40.37028° ჩ. გ. 49.83806° ა. გ. / 40.37028; 49.83806
დაარსდა 1976
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
Map

არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (აზერ. Arxeologiya və Etnoqrafiya Muzeyi) — აზერბაიჯანის კულტურული დაწესებულება. განლაგებულია ბაქოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1976 წელს. სახელწოდება მიენიჭა აზერბაიჯანელი არქიტექტორ მიქაილ უსეინოვის პატივსაცემად.

2008 წელს მუზეუმში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები და გამოფენათა რიცხვი გაიზარდა 2000-მდე.[1]

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი გაყოფილია ორ სექციად. ეთნოგრაფიის სექციაში წარმოდგენილია მასალები, რომლებიც მიეკუთვნებიან XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისს, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრებას.[1]

არქეოლოგიის სექციაში წარმოდგენილია მასალები, რომელნიც მიეკუთვნებიან აზერბაიჯანის ისტორიულ განვითარებას, მის კულტურას ქვის ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ხანამდე. მუზეუმის ექსპონატები ქმნიან სრულ სურათს პირველყოფილი ადამიანის ბანაკებზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შუა საუკუნეების დასახლებებზე, ადრეულ ქალაქების კულტურაზე, უძველესი სახელმწიფოების ისტორიულ და მატერიალურ კულტურაზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Museums, Reserves, Galleries of Baku: Museum of Archaeology and Ethnography — National Tourism Promotion Bureau, 2017.