კიჩიკ გალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიჩიკ გალა (აზერბ. Kiçik Qala küçəsi — Малая Крепостная) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძველ ქალაქში, ასაფ ზეინალის ქუჩიდან სალიანის კარიბჭემდე ბუიუქ გალას ქუჩამდე (შამახის კარიბჭე) მდებარე ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიჩიკ გალა ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა, ბაქოს ძველი რუსული გეგმების მიხედვით მას „დიდ ყმას“ უწოდებდნენ. იგი გადის ქალაქის დამცავი კედლების დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილების შიდა მხარეს. ეს კედლები ბევრჯერ გადაკეთებულა, მაგრამ ითვლება, რომ ისინი დაახლოებით ერთსა და იმავე ადგილებშია.

აქ განთავსებული აბაზანების დიდი რაოდენობის გამო, ქუჩის ტერიტორიას აბანოები („ჰამამჩილარი“) უწოდეს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ქუჩაზე წარსულში არსებობდა დახურული წყლის აუზი („ოვდანი“).

სამწუხაროდ ჩვენამდე ქუჩის უძველესი საცხოვრებელი კორპუსები არ გადარჩა. 1806 წელს რუსული ჯარების მიერ ბაქოს აღების შემდეგ, ქუჩის გასწვრივ აშენდა ყაზარმები რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც შემდგომში ადაპტირებული იქნა საცხოვრებელი კორპუსებისთვის.

ქუჩა დაზიანდა 2000 წლის მიწისძვრის შედეგად, ქუჩაში ზოგიერთი შენობა ჩამოინგრა.

აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს კასუმ-ბექის აბანო, რომელიც აშენებულია XVIII—XIX საუკუნეებში. აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის განკარგულების თანახმად ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ, კასუმ-ბექის აბანო „ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ ძეგლს“ წარმოადგენს [1]. ამ მნიშვნელობის შენობები კიჩიგ გალას ქუჩაზე არაერთია. აქ მდებარეობს ასევე აღა მიქაილის აბანო, რომელიც ასევე ატარებს დღემდე „აბანოთ უბანის“ სახელს [2].

კიჩიკ გალას ქუჩაზე სხვა ისტორიული შენობებიცაა განთავსებული, მათ შორის აღსანიშნავია: ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი, სადაც დაცულია დაახლოებით 6500 მინიატურული წიგნი; იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი შირვანშაჰების სასახლე და ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ალი შამსის სახლი.

ბოლო წლებში აღნიშნულ ქუჩა არაერთი მსოფლიოს ცნობილი ქვეყნების პირველი პირები ესტუმრნენ მათ შორის: 2010 წლის 3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ასევე სლოვენიის პრეზიდენტი დანილო ტიურკი.

ფილმში ბრილიანტის ხელი არაერთი სცენა გადაიღეს ამ ქუჩაზე, მათ შორი: ქოლგის ხელჯოხის გადაცემა კურიერისთვის; სემიონ გორბუნკოვისა და გეშას დაცემა საზამთროს კანზე და კონტრაბანდისტებთან შეხვედრა №8-ში - „ჩიკანუკის“ აფთიაქი). დაგეგმილი იყო ფილმის გმირების ძეგლის დადგმაც [3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]