ბაქოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
' | |
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°23′43″ ჩ. გ. 49°52′56″ ა. გ. / 40.39528° ჩ. გ. 49.88222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სასულიერო სტატუსი | დანგრეული |
დეტალები
| |
ტევადობა | 500 |
სიმაღლე (მაქს.) | 45 |
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (რუს. Собор Св. Николая Чудотворца) — რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც შენდებოდა ბაქოში 1850 -1857 წლებში. დღესდღეობით ეკლესია დანგრეულია.
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშენებლობის დაწყებამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1818 წლამდე ბაქოში არ მდებარეობდა მუდმივი ეკლესია. იმავე წელს ბაქოს ერთ-ერთი მეჩეთი გადააქციეს მართლმადიდებლურ ეკლესიად. მეჩეთი რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. ამ შენობას თავდაპირველად უწოდეს წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ეკლესია. ეს ეკლესია პატარა და არატევადი იყო და ამიტომაც მალევე გაჩნდა აზრი ახალი მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით.
1821 წლის 29 ივნისს ბაქოში ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა პოლკოვნიკი მელიქოვი. თავდაპირველად იდეა იყო ეკლესიის აგება ნაწილობრივ განადგურებულ შირვანშაჰთა სასახლეში. ამას დაუპირისპირდა კავკასიის უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ალექსი პეტრეს ძე იერმოლოვი იმ მიზეზით, რომ ეს სასახლე გამიზნული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაწესებულებებისთვის, რადგან აქ იყო განსაკუთრებით ფართო ტერიტორია.
1831 წლის იანვარში, ქალაქის მართლმადიდებლურმა მოსახლეობამ მიმართა ბაქოს მეთაურობას ახალი ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით. ლეიტენანტი პოლკოვნიკ ისაევის მიერ შედგენილი საპროექტო და მშენებლობის შეფასებები, განსახილველად გაგზავნეს საქართველოს ეგზარქოს მეუფე იონასთან, რის შემდეგაც მათ მიიღეს დასამტკიცებლად კავკასიის უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკიტა პანკრატიევი, სახაზინო სახლიდან საჭირო თანხების გასაცემად. მაგრამ უმაღლესმა ხელისუფლებამ უარი თქვა წინადადებებზე.[1] თუმცა მოგვიანებით მაინც გადაწყდა ტაძრის აგება.
მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის საზეიმო გახსნა მოხდა 1850 წლის 18 მარტს. პროექტის ავტორი იყო ბელოვი ტფილისის გუბერნიიდან. მთავარი არქიტექტორები ორი პონტიელი ბერძენი იყო - სიმონ გიტერი და ხარლამპი პალიტოვი. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1857 წლის 28 ოქტომბერს. ტაძარი აკურთხეს 1858 წლის 4 მაისს. აკურთხა ისიდორემ (საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი, რომელიც თანამდებობას იკავებდა 1858 წლის 1 მარტამდე), წმიდა სინოდის, კიევისა და გალიჩის მიტროპოლიტმა.
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლის იყო, აშენდა ჯვრის ფორმაში და ჩრდილოეთით ჰქონდა სამსხვერპლო და ორი ტახტი. აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელით, მაგრამ მეორე სახელწოდებით მოიხსენიებდნენ როგორც „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაცვას“. ლატერალი აშენდა 1887 წელს შემოწირულობების საშუალებით. გოლგოთას მთავარი გვირგვინის მთავარი ოთხთავიანი ხატი, შესრულებულია გ. პანინის მიერ 1853 წელს. უზარმაზარი ორსართულიანი იკონოსტაზი კაკლის ხისგან იყო დამზადებული. ხალიჩების ნამუშევრები დამზადდა ბაქოს „მაიერის სახელოსნოში“. სამსართულიან სამრეკლოზე ხუთი ზარი იყო. ტაძარი აშენდა ქართულ-ბიზანტიური სტილით, ოთხი ჯვრით, ხოლო ტაძრის შიდა მოცულობას შეეძლო 500 მლოცველის დატევა.[2]
დანგრევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია დაანგრია საბჭოთა ხელისუფლებამ 1930 წელს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Enver Pashazadeh, Orthodox churches of Old Baku
- ↑ A.I.Unitsky, "Baku Aleksandr-Nevsky Cathedral", 1888
- ↑ The church of St. Nicholas – Official Icherisher website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-17. ციტირების თარიღი: 2019-11-04.