ბუდის ალყა (1686)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუდის ალყა
დიდი თურქული ომის ნაწილი
Reprise château Buda 1686.jpg
თარიღი 18 ივნისი2 სექტემბერი, 1686
მდებარეობა ბუდა
შედეგი ავსტრიელთა გამარჯვება
მხარეები
საღვთო ლიგა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
საღვთო რომის იმპერიის დროშა კარლ ლოთარინგიელი
საღვთო რომის იმპერიის დროშა ერნსტ რიუდიგერ ფონ შტარნჰემბერგი
საღვთო რომის იმპერიის დროშა ლუდვიგ ვილჰელმი
ოსმალეთის დროშა სარი სულეიმან-ფაშა
ოსმალეთის დროშა აბდურაჰიმ აბდი-ფაშა
ძალები
65 000-100 000 ჯარისკაცი 7000 ჯარისკაცი
დანაკარგები
24 000-30 000 ჯარისკაცი 3 000 მოკლული, 6 000 ტყვედ ჩავარდნილი (მოქალაქეების ჩათვლით)
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ბუდის ალყა

ბუდის მეორე ალყა — დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და ანტიოსმალურ კოალიციას, საღვთო ლიგას შორის. მიმდინარეობდა 1686 წელს, დიდი თურქული ომის დროს.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდა ოსმალთა ბატონობის ქვეშ 1541 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც სულთანმა სულეიმან I-მა იგი სამთვიანი ალყის შედეგად დაიპყრო. შემდგომში, იგი ოსმალეთის კულტურულ და კომერციულ ცენტრადაც იქცა; რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა.

1683 წელს ოსმალებმა ვენაში შეჭრით წამოიწყეს ომი ჰაბსბურგებთან. ისინი ძალიან ახლოსაც იყვნენ ქალაქის აღებასთან, მაგრამ ვენა პოლონეთის მეფის, იან III სობესკის არმიამ გადაარჩინა. ამის შემდეგ, პაპ ინოკენტი XI-მ გამოთქვა მოსაზრება, რომ შექმნილიყო ანტიოსმალური კოალიცია, რომელიც საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს ოსმალთა ბატონობას ქრისტიანულ სამყაროზე. 1684 წელს შექმნილ „საღვთო ლიგაში“ პოლონეთი, ავსტრია და ვენეცია გაერთიანდნენ (შემდგომში რუსეთიც). კოალიციის შექმნის შემდეგ, საღვთო ლიგის წევრებმა პირველად შემოარტყეს ალყა ბუდას, თუმცა ხუთთვიანი ალყა უშედეგო გამოდგა. გაერთიანებულმა ძალებმა ქალაქის აღება ვერ მოახერხეს.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარუმატებელი ალყიდან ორი წლის შემდეგ, კოალიციის წევრებმა კიდევ ერთხელ შემოარტყეს ალყა უნგრეთის სამეფოს დედაქალაქს. ამ შემთხვევაში, მათი არმია გაცილებით მძლავრი იყო და 65 000-დან 100 000-მდე ჯარისკაცისგან შედგებოდა. არმიის შემადგენლობაში იყვნენ გერმანელი, უნგრელი, ხორვატი, ინგლისელი, ესპანელი, ჩეხი, ბურგუნდიელი, იტალიელი, შვედი და დანიელი ჯარისკაცები. აგრეთვე, მოხალისე ოფიცრები და არტილერისტები სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც. ხოლო ქალაქს, პირველი ალყის მსგავსად, დაახლოებით 7 000 მეომარი იცავდა.

საბოლოოდ, ალყა 1686 წლის 18 ივნისს დაიწყო. 27 ივლისს კოალიციის ძალებმა ქალაქზე პირველი ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს, თუმცა ოსმალებმა მტრის უკუგდება მოახერხეს და მას 5 000-იანი დანაკარგი მიაყენეს. 1 აგვისტოს სტამბოლიდან ჩამოვიდა დამხმარე ძალა, რომელსაც დიდი ვეზირი სარი სულეიმან-ფაშა მეთაურობდა. ფაშა ქალაქიდან 4 მილის დაშორებით იყო დაბანაკებული. 14 აგვისტოს ოსმალებმა განახორციელეს შეტევა მოკავშირეთა არმიაზე და თავდაპირველად წარმტებასაც მიაღწიეს, თუმცა მოწინააღმდეგის კონტრშეტევის შედეგად მათ 3 ათასი იანიჩარი დაკარგეს.

20 აგვისტოს სარი სულეიმანს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ქალაქის დახმარების, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა — მდინარე დუნაის გასწვრივ მიმავალი ოსმალთა არმია მთლიანად განადგურდა. 2 სექტემბერს კოალიციის ჯარებმა ბოლო შეტევა განახორციელეს ქალაქზე. გმირულად დაიღუპა ქალაქის დამცველთა მეთაური აბდურაჰიმ აბდი-ფაშა. საღვთო ლიგის ჯარები ქალაქში შევიდნენ და ბუდაზე ოსმალთა 145 წლიანი ბატონობა დაასრულეს, თუმცა ამ ალყის დროს მათ 30 000-მდე მეომარი დაკარგეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Handwörterbuch der gesamten Militärwissenschaften. Bd. IX. — Bielfeld — Leipzig, 1880
  • Militär-Conversations-Lexikon. Bd. VI. — Adorf: Verlags Bureau, 1837
  • Némedy J. Die Belagerungen der Festung Ofen in den Jahren 1686 und 1849. — Pest, 1853