საღვთო ლიგა (1684)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საღვთო ლიგა — ანტიოსმალური კოალიცია, რომელიც შეიქმნა რომის პაპის, ინოკენტი XI-ის ინიციატივით 1684 წელს, ვენის ბრძოლაში ოსმალების სასტიკი მარცხიდან მალევე. კოალიციის მიზანი იყო ოსმალეთის იმპერიის დამარცხება დიდ თურქულ ომში. საღვთო ლიგაში, თავდაპირველად, პაპის ოლქი, საღვთო რომის იმპერია ლეოპოლდ I-ის მეთაურობით, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა იან III სობესკის მეთაურობით და ვენეციის რესპუბლიკა გაერთიანდნენ. 1686 წელს კოალიციას შეუერთდა რუსეთის სამეფოც.

საღვთო ლიგის წევრებმა დიდ თურქულ ომში აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწიეს. გაათავისუფლეს ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქები, რომელიც ოსმალეთის იმპერიას საუკუნეზე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. 1686 წელს აიღეს ბუდა, 1687 წელს მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვების შედეგად დაიკავეს უნგრეთი, 1688 წელს — ბელგრადი.

საღვთო ლიგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზენტის ბრძოლაში გამარჯვება გამოდგა, 1697 წელს. ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ კარლოვიცში გაიმართა კონგრესი, რომელზეც დაიდო ზავი.[1][2] მისი მიხედვით ოსმალეთის იმპერიამ დათმო უნგრეთი, პოდოლია, უკრაინის ნაწილი და აზოვი. ამის შემდეგ, კოალიცია დაიშალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1684: The Holy League of Blessed Pope Innocent XI. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 April 2016. წაკითხვის თარიღი: 3 April 2016.
  2. Roman, Eric (2003) Austria-Hungary & the Successor States: A Reference Guide from the Renaissance to the Present, Online-Ausg., New York: Infobase Pub., გვ. 587. ISBN 9780816074693.