შინაარსზე გადასვლა

ბრანკო რადიჩევიჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრანკო რადიჩევიჩი
სერბ. Бранко Радичевић
სრული სახელი ალექსიე რადიჩევიჩი
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1824
დაბადების ადგილი სლავონსკი-ბროდი, ავსტრიის იმპერია (დღევანდელი ხორვატია)
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 1853
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია (დღევანდელი ავსტრია)
დასაფლავებულია სერბეთი
ფსევდონიმი Branko
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ავსტრიელი
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
ალმა-მატერი Gymnasium of Karlovci
მიმდინარეობა რომანტიზმი
Magnum opus Đački rastanak
Kad mlidijah umreti

ალექსიე „ბრანკო“ რადიჩევიჩი (სერბ. Алексије Бранко Радичевић / Aleksije Branko Radičević; დ. 28 მარტი, 1824, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია — გ. 1 ივლისი, 1853, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — სერბი პოეტი, რომელიც რომანტიზმის პერიოდში წერდა.

ბრანკო რადიჩევიჩი დაიბადა 28 მარტს 1824 წელს სლავონსკი-ბროდში. მისი ნათლობის სახელი ალექსიე იყო, რომელიც მოგვიანებით ბრანკოდ, მეტად გავრცელებულ სერბულ სახელად გადაიკეთა.[1] მან საშუალო სკოლა სრემსკი კარლოვაცში დაასრულა, სადაც ხშირად წერდა ლექსებს.[2] მოგვიანებით მან სწავლა ვენაში განაგრძო.[3] 1847 წელს გამოიცა რადიშევიცის პირველი ლექსთა კრებული, რითაც სერბულ პოეზიაში ახალი ერა დაიწყო.[4] ის სერბეთში გაემგზავრა, თუმცა მალევე დაბრუნდა ვენაში მედიცინის შესასწავლად. სწავლისას მის გარშემო იყვნენ სერბი ინტელექტუალები, ასევე მისი ახლო მეგობრები: ვუკ კარაჯიჩი, ჯურო დანიჩიჩი და მილიცა სტოიადინოვიჩ სრპკინია, ასევე პეტრე II პეტროვიჩ-ნეგოში.[4] რადიჩევიჩის ლექსების მეორე კრებული საზოგადოდ პირველ კრებულზე სუსტად ითვლება.[5] გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, მან დაწერა ცნობილი პოემა Kad mlidijah umreti (როგორც ვფიქრობდი სიკვდილზე).[3]

ის იყო ერთ-ერთი პირველი პოეტთაგანი, რომელმაც ლექსების წერა მარტივ, ხალხისთვის გასაგებ ენაზე დაიწყო..[6] მან სცადა ხალხური სიმღერების რიტმის ხელახლად შექმნა და ამით მხარი დაუჭირა ვუკ კარაჯიჩის ვერსიას, რომ ახლად რეფორმირებულ სერბულ ენაზე ლექსების დაწერა შესაძლებელი იყო.[3] რადიშევიჩი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვუკ კარაჯიჩის გამარჯვებისთვის, რადგან მან ახალგაზრდა მწერლები და პოეტები შეკრიბა ენის რეფორმის ჩამოსაყალიბებად.[3]

სკერლიჩი თავის ახალი სერბული ლიტერატურის ისტორიაში წერს რომ ბრანკო რადიჩევიჩმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იოვან იოვანოვიჩ ზმაიზე, ბოგობოი ატანაცკოვიჩზე, კოსტა რუვარაცზე, იოვან გრჩიჩ მილენკოსა და ამ პერიოდის მრავალ სერბ პოეტზე.[7]

რადიჩევიჩი გარდაიცვალა ტუბერკულოზის დიაგნოზით ვენაში 1853 წელს, 1883 წელს კი მისი ნეშტი სტაჟილოვოში დაკრძალეს.[4]

რადიჩევიჩის სახლი სრემსკი კარლოვცში
ბრანკო რადიჩევიჩის მონუმენტი სრემსკი კარლოვცში

Đački rastanak (სკოლის მეგობრების განშორება) ყველაზე პოპულარულია მის ნამუშევრებს შორის. მასში რადიჩევიჩმა გადმოსცა კოლეჯის სტუდენტების ცხოვრება.

მოგვიანებით რადიჩევიჩმა სტილი შეცვალა და ჯორჯ გორდონ ბაირონსა და რომანტიზმის მიმდევრებს მიბაძა. მასზე გავლენა მოახდინა ალექსანდრე პუშკინის ევგენი ონეგინმა და ბესარიონ ბელინსკის 1843 წლის ესემ პუშკინსა და რეალიზმზე.[5]

მისმა ნაშრომმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვუკ კარაჯიჩის ენის რეფორმის კულტურულ ბრძოლაში გამარჯვებაში.[3]

რადიჩევიჩს რამდენიმე დაუსრულებელი ნამუშევარი დარჩა. დარჩენილია ერთი ტექსტი, რომელიც წარმოადგენდა კვლევას სლავური რომანტიკული ირონიის შესახებ, ხოლო მეორე ნამუშევარი - 1477 სტრიქონიანი ლექსია, რომლის შექმნაც ბრანკომ დაიწყო 1849 წელს და რომელსაც ორი სათაური ჰქონდა: Ludi Branko (სულელი ბრანკო) და Bezimena (უსახელო). სამოცდაოთხი წლის შემდეგ, ლიტერატურათმცოდნეებმა პავლე პოპოვიჩმა და მისმა ძმამ, ბოგდან პოპოვიჩმა დაადგინეს, რომ ამ პოეტურ ფრაგმენტში „არანაირი პოეზია არ არსებობს“ და „ის არანაირ კომპლიმენტს არ იმსახურებს“.[8]

რადიჩევიჩი შედის „100 ყველაზე გამოჩენილი სერბის“ სიაში. მან გავლენა მოახდინა მომავალი თაობის სერბ პოეტებზე, მათ შორის: ჯურა იაკშიჩზე, იოვან გრჩიჩ მილენკოზე და მილოშ ცრნიანსკიზე.

იოვან სოლდატოვიჩმა შექმნა ბრანკოს ქანდაკება მის მშობლიურ სახლში განსათავსებლად. ეს ქანდაკება 1990-იან წლებში სლავონსკი-ბროდიდან წაიღეს. ქანდაკების დასაბრუნებლად მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს.[9]

მისი ლექსების ნაწილი დღეს სიმღერებადაა გადაკეთებული.[3]

ბრანკოს პრემია[10] ჩამოყალიბდა 1954 წელს მის პატივსაცემად. ჯილდო გადაეცემა საუკეთესო წიგნს ან ლექსების კრებულს, რომელიც შესრულებულია სერბულ ენაზე და გამოცემულია 30 წელზე ახალგაზრდა ავტორების მიერ.[11]

მის სახელს ატარებდნენ მოედნები ზემუნსა და სრემსკი კარლოვცში.[12][13]

სკოლებს ბატაინიცაში,[14] ველიკა მოშტანიცაში,[15] ნოვი-ბეოგრადში,[16] ნოვი-სადში,[17] ბანია-ლუკაში,[18] ნეგოტინში,[19] სმედერევოსა და სხვა ქალაქებში ბრანკო რადიჩევიჩის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა.

  • Jovan Skerlić, Istorija Nove Srpske Književnosti / A History of New Serbian Literature (Belgrade, 1914 and 1921), pages 279–288

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Stefanović, Dragutin A. (1962). Pregled jugoslovenske književnosti, Stanisavljević, Vukašin, Beograd: Zavod za izdavanje udžbenika. 
  2. Večernje novosti: Sve adrese Branka Radičevića (All Addresses of Branko Radičević), 26 Mar 2011 (in Serbian)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Mitić, Marija Stojičić. (2020-04-01) Branko Radičević – prvi srpski romantičarski pesnik sr-RS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  4. 4.0 4.1 4.2 Grujičić, Nenad (1984). Branko - pesnik mladosti. Novi Sad: Književna zajednica Novog Sada. 
  5. 5.0 5.1 Jovan Deretic: Kratka istorija srpske knjizevnosti. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  6. Bogert, Ralph (1996). „The burden of Vuk's philological reform on the lyrics of Branko Radičević“. Facta universitatis - series: Linguistics and Literature. 1 (3): 157–168. ISSN 0354-4702.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2021-05-16.
  8. Petrović, Predrag Ž. (2019). „Pustite me kako ja hoću: o "trećem dobu" u antologiji Bogdana Popovića“. Književnik i jezik. LXVI/3–4: 271.
  9. Hrvati neće Branka Radičevića sr. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  10. BIBLIOTEKA MATICE SRPSKE. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  11. БРАНКОВА награда sr-RS (2018-03-20). ციტირების თარიღი: 2021-01-29
  12. Trg Branka Radičevića u Sremskim Karlovcima: Pokrajinski zavod za zaštitu spomenika kulture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  13. Trg Branka Radičevića Zemun, ulica i objekti na mapi sr. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  14. ОШ "Бранко Радичевић" у Батајници sr-RS. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  15. Почетна - ОШ "Бранко Радичевић". ციტირების თარიღი: 2021-01-29
  16. OШ "БРАНКО РАДИЧЕВИЋ" – Јурија Гагарина 195, Нови Београд sr-RS. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  17. Бранкови основци | ОШ "Бранко Радичевић" Нови Сад en-US. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  18. JU Osnovna škola "Branko Radičević" Banjaluka en. ციტირების თარიღი: 2021-01-29
  19. ОШ "БРАНКО РАДИЧЕВИЋ" - Неготин. ციტირების თარიღი: 2021-01-29