ველის ტაპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრაზილიური ტაპირი)
ველის ტაპირი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ტაპირისებრნი
გვარი:  ტაპირი
სახეობა:  ველის ტაპირი
ლათინური სახელი
Tapirus terrestris (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 21474
გავრცელება

ველის ტაპირი (ლათ. Tapirus terrestris) — ძუძუმწოვარი ცხოველი ტაპირისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 220 სმ-მდე, კუდისა — 8 სმ; სიმაღლე 77–108 სმ. სხეულის მასა მერყეობს 150–270 კგ შორის, როგორც წესი დედალი 25–100 კგ-ით ნაკლებია მამალზე. სხვა ტაპირებისგან განსხვავებით, კეფაზე აქვს ფაფარი. შეფერილია მოშავო-მოყავისფროდ, ზურგი უფრო ღიაა, მუცელი კი — მუქი. ყელი და ლოყები ზოგჯერ თეთრია. წინა ფეხებზე ოთხ-ოთხი თით აქვს, უკანაზე — სამ-სამი. თითები ბოლოვდება ჩლიქებით. გავრცელებულია ანდების აღმოსავლეთით, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან ბრაზილიის სამხრეთამდე, პარაგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინამდე. ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, წყალსატევებთან ახლოს. აქტიურია ღამით. მარტოსული ცხოველია და აგრესიას იჩენს თავისივე სახეობის წარმომადგენლებისადმი. მისი ბუნებრივი მტრები არიან: პუმა, იაგუარი და ნიანგი. იკვებება მცენარეებით: ფოთლებით, წყალმცენარეებით, ნაყოფებით, კვირტებით და ტოტებით. მაკეობა 385–412 დღე-ღამეს გრძელდება. დედალი შობს 1 (იშვიათად 2) 4–7 კგ-იან ნაშიერს, რომელსაც თავდაპირველად სხეულზე გასდევს თეთრი ლაქები, ამ ლაქებს ის 5–8 თვემდე ინარჩუნებს. 6 თვემდე დედა რძით კვებავს და მასთან ერთ წლამდე რჩება. სიცოცხლის ხანგრძლივობაა 25–30 წელი, უდიდესი — 35.

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • T. t. aenigmaticus
  • T. t. colombianus
  • T. t. spegazzinii
  • T. t. terrestris

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ronald M. Nowak. Walker’s Mammals of the World. — The Johns Hopkins University Press, Baltimore 1999. — ISBN 0-8018-5789-9.