ბორის ცხოვრებოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორის ცხოვრებოვი
ბორის ცხოვრებოვი.jpg
დაბ. სახელი ბორის ალექსანდრეს ძე ცხოვრებოვი
დაბ. თარიღი 25 აგვისტო (ან 30 ნოემბერი), 1911
სოფ. მსხლები, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეთნიკურად ოსი
ალმა-მატერი რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1931 წლიდან
ორგანიზაცია ცხინვალის სახელმწიფო თეატრი
პარტია სკკპ (1940–)
ჯილდოები

საპატიო ნიშნის ორდენი
საქართველოს სსრ:

  • დამსახურებული არტისტი (1954)
  • სახალხო არტისტი (1972)

ბორის ალექსანდრეს ძე ცხოვრებოვი (ცხურბათი) [დ. 25 აგვისტო (ან 30 ნოემბერი[1]), 1911; სოფ. მსხლები, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი] — ოსი საბჭოთა მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული (1954)[2] და სახალხო არტისტი (1972). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

სცენაზეა 1931 წლიდან.[1] 1935 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1933 წლიდან კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. თანაბარი წარმატებით თამაშობდა ტრაგედიულ და კომედიურ როლებს. მის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: ჩერმენი (გ. ფლითის „ჩერმენი“), ტატე (ვ. სანაყოევის „ტატე ჯიოევი“), ლოპესი (ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ილიკო (დ. ჯიოთის „ილიკო ფუხათი“), ჯემალა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ბათა (მ. კაიროვის „ბათას შვილები“), გიორგი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), დომინგო (ფ. შილერის „დონ კარლოსი“), კასიო (უ. შექსპირის „ოტელო“), პუპა (ე. ბრიტაევის „ორი და“), ისაკი (ნ. გაგლოევის „ისაკ ხარებოვი“), პავლინი, ბარონი (მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“ და „ფსკერზე“), ონისე (მ. მრევლიშვილის „ზვავი“), საფრანგეთის მეფე (შექსპირის „მეფე ლირი“), პრეზიდენტი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვ.[2]

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ЦХОВРЕБОВ БОРИС АЛЕКСАНДРОВИЧ. КИНО-ТЕАТР.РУ (26.04.2017). ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2020.
  2. 2.0 2.1 საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. გვ.38, თბ., 1991.