ბოლესლავ პრუსი
ბოლესლავ პრუსი | |
---|---|
პოლ. Aleksander Głowacki | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1847[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ჰრუბეშოვი, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 მაისი, 1912[1] [2] [3] [4] [5] [7] [6] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვარშავა, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია[8] |
დასაფლავებულია | პოვონზკის სასაფლაო |
ფსევდონიმი | Bolesław Prus |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ფილოსოფოსი, მწერალი[9] , ლიტერატურული კრიტიკოსი და პროზაიკოსი |
ენა | პოლონური ენა |
მოქალაქეობა |
პოლონეთი რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი და მოთხრობა |
Magnum opus | The Doll |
ჯილდოები | Cross of Independence with Swords |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა |
![]() |
ბოლესლავ პრუსი (პოლ. Bolesław Prus; დ. 20 აგვისტო, 1847 - გ. 19 მაისი, 1912) ნამდვილი სახელი ალექსანდრ გლოვაცკი — პოლონური ლიტერატურის მოწინავე ფიგურა და მსოფლიო ლიტერატურის დამახასიათებელი ხმა.
15 წლის ასაკში 1863 წლის პოლონურ აჯანყებას შეუერთდა, რომელიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული. 16 წლის შესრულებიდან ცოტა ხანში მძიმე დაზიანებები მიიღო ბრძოლისას, ხუთი თვის შემდეგ კი დააპატიმრეს აჯანყებაში მონაწილეობის მიღებისათვის. სწორედ ამ ადრეულ გამოცდილებებს შეიძლება გამოეწვია მასში აგორაფობია, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სდევდა მწერალს. ადრეული გამოცდილებების დამსახურებაა ისიც, რომ პრუსმა უარი თქვა პოლონეთის დამოუკიდებლობის ძალით დაბრუნებაზე.
1872 წელს, 25 წლის ასაკში გლოვაცკი ვარშავაში დასახლდა სადაც დაიწყო მისი 40 წლიანი ჟურნალისტის კარიერია, რომელიც მთლიანად პოლონელ ხალხში მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის განვითარებას მოახმარა. სწორედ ამით ცდილობდა პოლონეთის რუსული, პრუსიული და ავსტრიული გავლენისგან დახსნას. გლოვაცკიმ მისი ფსევდონიმი, პრუსი მისი ოჯახის პოლონური ტიტულიდან მიიღო.
თავიდან პრუსი მოკლე მოთხრობებს წერდა. ამ საქმეში ნახული წარმატების შემდეგ პრუსი უფრო დიდ სამუშაოს შეეჭიდა. 1884 წლიდან 1895 წლამდე მან მისი ოთხი მთავარი ნოველა დაწერა: საგუშაგო, თოჯინა, ახალი ქალი და ფარაონი. თოჯინა ასახავს კაცის რომანტიკულ, ბრმა სიყვარულს, რომელიც იმედგაცრუებულია მისი ქვეყნის ასეთი ჩამორჩენით. ფარაონი, პრუსის ერთადერთი ისტორიული ნოველაა. ის პოლიტიკური ძალისა და ერთა ბედისწერის ნარკვევია, რომელიც ასახავს ძველი ეგვიპტის მეოცე დინასტიის დასარულსა და ახალი სამეფოს დასაწყისს.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სულები მონობაში(Dusze w niewoli, 1876])
- დიდება (Sława, დაიწყო 1885, არ დაუმთავრებია)
- საგუშაგო (Placówka, 1885–86)
- თოჯინა (Lalka, 1887–89)
- ახალი ქალი (Emancypantki, 1890–93)
- ფარაონი (Faraon, დაიწერა 1894–95; გამოვიდა 1895–96)
- ბავშვები (Dzieci, 1908)
- ცვლილებები (Przemiany, დაიწყო 1911–12; დაუსრულებლი)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 NooSFere — 1999.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ Прус Болеслав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118793527 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.