გიუსტავ ფლობერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიუსტავ ფლობერი
Gustave Flaubert.jpg
დაბ. თარიღი 12 დეკემბერი 1821(1821-12-12)[1][2]
დაბ. ადგილი რუანი[3]
გარდ. თარიღი 8 მაისი 1880(1880-05-08)[1][2] (58 წელი)
გარდ. ადგილი კრუასე
საქმიანობა მწერალი და რომანისტი
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი პიერ-კორნელის ლიცეუმი
Magnum opus მონსიე ჰომე, მადამ ბოვარი, სალამბო და ბუვარ ი პეკუშე
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
პარტნიორ(ებ)ი ლუიზ კოლე
Gustave Flaubert ვიკისაწყობში

გიუსტავ ფლობერი (ფრანგ. Gustave Flaubert; დ. 12 დეკემბერი, 1821, რუანი — გ. 8 მაისი, 1880, კრუასე, რუანის მახლობლად) — ფრანგი მწერალი, მე-19 საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი პირველი რომანით „მადამ ბოვარი“ და საკუთარი სტილისადმი პედანტური დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა მის გაუთავებელ ძიებაში „ზუსტი სიტყვისთვის“ (ფრანგ. le mot juste). დაიბადა რუანაში, სენ-მარიტიმი, საფრანგეთის ჰოტ ნორმანდიის რეგიონში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1823–1840 წლებში სწავლობდა სამეფო კილეჯში, სადაც დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიასა და ლიტერეტურის მიმართ, გატაცებული იცო შექსპირითა და სერვანტესით. 1840 წელს ფლობერი პარიზში სამი წელი სწავლობდა იურისპრუდენციას, რომელიც ნაკლებად აინტერესებდა (ალმათ გამოცდები ამიტომ ვერ ჩააბარა). თუმცა პარიზული წლები მისთვის მნიშვნელოვანი იყო - გაიცნო ვიქტორ ჰიუგო.

ავადმყოფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1843 წელს მას ეპილეფსიის მსგავსი დაავადება აღმოაჩნდა და მუდმივ ექიმების კონტოლქვეშ იყო.ამის გამო ფლობერიმ პირადი ცხოვრება ვე აიწყო, იმის შიშით რომ ეს დაავადება შთამომავლობას გადაეცემოდა, მას ცოლი არ უთხოვია, თუმცა თაყვანისცემლები არ აკლდა. მიუხედავად საშუალო ტანისა „ეს გოლიათი, რომელიც თავისი მხარბეჭით და ულვაშებით ნორმანთა ძველ ბელადს მოგვაგონებდა და თავისი გულისწყრომით და რიხიანი ხმით საშუალო კაბინეტს აზანზარებდა, გემოვნებით და ბუნებით რომანტიკოსი იყო და ბევრი ქალის გულიც დაიპყრო“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლობერის მსოფლმხედველობა ემილ ზოლას, გიდე მოპასანსა და ივანე ტურგენევთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა. იგი გაიზარდა რენე შატობრიანისა გა ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებებზე და იტაცებდა გამოსახვის რომანტიული სტილი. გუსტავ ფლობერმა ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა რელიგიურ თემებს, გაცნობიერებულ დანაშაულსა და ფილოსოფიას. იგი ამბობდა: „ხალხი, რომელსაც მხოლოდ ათეისტები შეადგენენ, მომავალი არა აქვს“. ფლობერის შემოქმედებაში დღემდე დაუცხრომელ ინტერესს იწვევს მისი „წერილები“ (1887-1893). მეგობრებისადმი ძალდაუტანებელ მიმართვაში იგი ქაღალდს ანდობს თავის აზრებს, არ ფიქრობს სტილზე და ამით უნიკალურ შანსს დავინახოთ მხატვარი, რომელიც თავად აანალიზებს თავის ყოველდღიურ შრომას რა აყალიბებს ლიტერატურის დანიშნულების არსს. მწერლის თვალსაჩინო ავტოპორტრეტის გარდა, აქ მოცემულია ღრმა დაკვირვებები მეორე იმპერიის პერიოდის საზოგადოების მორალზე. ქლობერს „ახალი ხელოვნების კოდექსის“ ავტორად მიიჩნევდა.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამის სიკვდილის შემდეგ(1846) იგი რუანის მახლობლად სოფელ კრუასეში დაბრუნდა, სადაც სიკვდილამდე მარტოობაში ცხოვრობდა. ერთადერთი სერიოზული რომანი ჰქონდა ლუიზა კოლესთან (იგი კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო), რომელმაც ,ხანმოკლე განშორებებსა და კვლავ შერიგებებსაც თუ ჩავთვლით, შვიდ წელს დასტანა.

მწერალს ცხოვრების უკანასკნელ წლებში თან სდევდა უბედურება: ფრანკო-პრუსიის ომის დროს დაიკავეს მისი სოფელი, რასაც მწერლისთვის მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან ქონების დიდი ნაწილი ღარიბ ნათესავებს გადასცა. იგი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო ბიბლიოთეკაში. ჯორჯ სანდთან მეგობრობისა და ახლო ნათესავის მადამ კომანვილის თანადგომით ფლობერს მარტოობა არასდროს უგვრძნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118533754 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Флобер Гюстав, Флобер Гюстав // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 28 2015: