ბიტკოინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიტკოინი
ინგლ. Bitcoin
Bitcoin logo.svg
კოდი ISO 4217 XBT
ოფიციალური
მომხმარებლები
მსოფლიო
სიმბოლო

ბიტკოინი (Bitcoin) — მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება[1]. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოიგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო[2], რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა[3]. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე[4]. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია[5].

ტერმინოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ბიტკოინი პირველად 2008 წელს თეთრ ქაღალდზე [6] გამოჩნდა. ის ორი სიტყვის- "bit"-წვრილი ფული და "coin"-მონეტა- ნაერთს წარმოადგენს[7].

საზომი ერთეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინის ძირითადი საზომი ერთეული არის თავად სიტყვა "ბიტკოინი". მცირე ზომის ბიტკოინები ანუ სატოშები, წარმოადგენენ ბიტკოინის მეასმემილიონედს, ის ბიტკოინის ყველაზე მცირე საზომი ერთეულია (1 სატოში=0.00000001 ბიტკოინი[8]). ეს სახელი მისი შემქმნელის- სატოში ნაკამოტოს გამო დაერქვა.

დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკჩეინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოუყენებელი ტრანზაქციების რაოდენობა.

ბლოკჩეინი არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც იწერს განხორციელებულ ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი კი ხდება მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ბლოკჩეინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკები, რომლებზეც ასევე დაფუძნებულია ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა[9]. ქსელის ბლოკები ასრულებენ შემდეგ ოპერაციებს: ტრანზაქციების ვალიდურობის დადგენა, მათი მონაცემთა ბაზაში დამატება და შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ ტრანზაქციების სხვა ბლოკებზე გავრცელება. დაახლოებით, ერთ საათში ექვსჯერ, ბლოკების ამ ჯაჭვს ემატება ახალი ჯგუფი დამოწმებული ტრანზაქციებისა, რომლებიც სწრაფადვე ვრცელდება სხვა ბლოკებზე. ეს ეხმარება ბიტკოინ პლატფორმას დაადგინოს, რომ ბიტკოინის კონკრეტული რაოდენობა დაიხარჯა და გამოირიცხოს მისი ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა.

ტრანზაქციების საფასური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინის გადარიცხვების რაოდენობა წლების მიხედვით (ლოგარითმული შკალა)[10]

გადარიცხვების საფასურის მარჟა განსხვავებულია და ის არჩევითია. მომხმარებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ისარგებლებენ მაღალი საკომისიოს მქონე საიტებით, თუ - დაბალით. ტრანზაქციის ფასი დამოკიდებულია გადარიცხული ბიტკოინების რაოდენობაზე.

საკუთრების უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკჩეინის სისტემაში ბიტკოინები დარეგისტრირებულია ბიტკოინის მისამართებზე. იმისათვის, რომ მფლობელმა შეძლოს ბიტკოინების გადარიცხვა, მან უნდა იცოდეს საკუთარი ასიმეტრიული კრიპტოსისტემა, ანუ გასაღები. ეს გასაღები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თუ მომხმარებელი მას დაკარგავს, მას საკუთრების უფლება აღარ ექნება, ანუ დაიკარგება მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინები და მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს. მაგალითისთვის, 2013 წელს უელსელმა მოქალაქემ ჯეიმზ ჰოუელმა განაცხადა, რომ დაკარგა 7500 ბიტკოინი, იმ დროისთვის 7.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის [11], როდესაც მან საკუთარი კომპიუტერის მყარი დისკი სანაგვეში მოისროლა. სამწუხაროდ, მან ბიტკოინების დაბრუნება ვეღარ შეძლო. ამან საფუძველი ჩაუყარა ისეთი პლატფორმების შექმნას, რომლებიც საფულის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა, ასეთია, მაგალითად, Coindesk.com [12].

მაინინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაინერები არიან ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ძლიერი კომპიუტერული შესაძლებლობების გამოყენებით მოიპოვებენ ბიტკოინებს. ამ პროცესს კი მაინინგი ეწოდება..

მაინინგი არის აღრიცხვის მწარმოებელი მომსახურება, რომელიც სრულდება კომპიუტერული დამუშავების დახმარებით [13]. მაინერები უზრუნველყოფენ ბლოკჩეინის მდგრადობას, სისრულეს და უცვლელობას [14]. ეს ყველაფერი კი იმით, რომ ისინი განუწყვეტლივ ახდენენ ტრანზაქციების დამოწმებას და ამის სხვა ბლოკებთან ძალიან სწრაფ დაკავშირებას. ყოველი შემდეგი ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ ჰეშს, რომელიც იყენებს SHA-256-ს ალგორითმს, ასე უკავშირდება ერთმანეთს ყველა ბლოკი და აქედან გამომდინარეობს სახელი "ბლოკჩეინიც" - ბლოკების ჯაჭვი.

მიწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინების საერთო რაოდენობა.</ref> name="Blockchain.info" />

დღეისათვის დაახლოებით წარმოებულია 16 მილიონი ბიტკოინი. მისმა შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ დაადგინა ე.წ. მონეტარული პოლიტიკა, რომ ბიტკოინების რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებული იქნას არის 21 მილიონი. რაც დრო გადის, მათი მოპოვება უფრო რთულდება, ამის მიზეზი კი არის ის გართულებული ლოგარითმული კრიპტოამოცანა, რომელსაც მაინერები აწყდებიან ბიტკოინის მოპოვების პროცესში. მონეტარული პოლიტიკით ასევე განსაზღვრულია, რომ ყოველ ოთხ წელიწადში წარმოებული ბიტკოინების რაოდენობა განახევრდება. მაგალითად, თუ მაინერები 2016 წლიდან 2020 წლამდე მოიპოვებენ 1 მილიონ ბიტკოინს, ეს რაოდენობა 2024 წლამდე განახევრდება, ანუ გახდება 500 ათასი. წარმატებული მაინერი, რომელიც იპოვის ახალ ბლოკს ჯილდოვდება ახლად შექმნილი ბიტკოინით და ტრანზაქციის ხარჯით [15].

საფულე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთერეუმის და ბიტკოინის საფულე
ბიტკოინის საფულის სახეობა გენერირებული bitaddress.org
Trezor მყარი დისკის საფულე

საფულე ინახავს საჭირო ინფორმაციას ბიტკოინების შესახებ. ის გამოიყენება ბიტკოინების შესანახად და ტრანზაქციებისთვის. მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის განუყოფელია ბლოკჩეინ სისტემისგან.

არსებობს საფულის რამდენიმე სახეობა. "Software wallet" რომელიც დაკავშირებულია ქსელთან და იძლევა ბიტკოინების ხარჯვის, მათი უბრალოდ შენახვის და საკუთრების უფლების დადასტურების საშუალებას. ეს კონკრეტული საფულეც იყოფა ორ ნაწილად : სრულუფლებიანი კლიენტები და შეზღუდულუფლებიანი კლიენტები.

  • სრულუფლებიანი კლიენტები პირდაპირ ამოწმებენ ტრანზაქციებს ბლოკჩეინის ადგილობრივ სრულ ასლზე (134 გვ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით [16]) ან მის უმრავლეს ნაწილზე (2 გბ)
  • შეზღუდულუფლებიანი კლიენტები მიმართავენ სრულუფლებიან კლიენტებს დახმარებისთვის, რომ მიიღონ და გააგზავნონ ბიტკოინები ბლოკჩეინის სრული ასლის გარეშე. მათ აქვთ უპირატესობა, რომ უფრო სწრაფად დარეგისტრირდენ სისტემაში და ასევე გამოიყენონ ნაკლებად ძლიერი, ნაკლებად გამტარუნარიანი მოწყობილობები (მაგ. სმარტფონები). ორივე სახეობის საფულის მფლობელები არიან პასუხისმგებლები პირადი გასაღების ყველანაირ უსაფრთხოებაზე.

გარდა პროგრამული უზრუნველყოფის საფულეებისა, არსებობს ე.წ. ონლაინ საფულეებიც, რომლებსაც იგივე ფუნქციები აქვთ და უფრო მარტივია მათი გამოყენება. ამ შემთხვევაში, მომხმარებლების ბიტკოინები ინახება ონლაინ საფულეებში და არა მათი კომპიუტერების მყარ დისკებზე. ამ მიზეზით, მომხმარებელი სრულიად უნდა ენდობოდეს ონლაინ საფულის მწარმოებელს, თუმცა, ამ უკანასკნელის ბოროტულმა განზრახვამ ან სერვერის გარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინების დაკარგვა. 2011 წელს მომხდარი მსგავსი შემთხვევა დაკავშირებულია Mt. Gox-თან[17].

ბიტკოინის ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საფულე პროგრამა გამოვიდა 2009 წელს სატოში ნაკამოტოს მიერ ღია კოდის სახით [3]. ზოგჯერ მოხსენიებულია, როგორც "სატოში კლიენტი", ეს ასევე ცნობილია, როგორც მინიშნება კლიენტი, რადგან იგი ემსახურება ბიტკონის პროტოკოლის განსაზღვრას და მოქმედებს როგორც სტანდარტი სხვა განხორციელებებში. ვერსია 0.5-ს დროს კლიენტი გადავიდა wxWidgets ინტერფეისიდან Qt-ში და მთლიანობაში მოხსენიებული იყო, როგორც Bitcoin-Qt [18]. 0.9 ვერსიის გამოსვლის შემდეგ, პროგრამულ პაკეტს დაერქვა Bitcoin Core, ამით ის ქსელში ადვილად გარჩევადი გახდა. დღეს Bitcoin core-ის რამდენიმე სახე არსებობს: Bitcoin XT, Bitcoin Classic, Bitcoin unlimited, Parity Bitcoin და BTC1.

კონფიდენციალურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინი არის ფსევდონიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხები არ არის მიბმული რეალური სამყაროს, არამედ ის მიბმულია ბიტკოინის მისამართებზე. ბიტკოინის მისამართების მფლობელები არ არიან მკაფიოდ გამოვლენილი, ამის მიუხედავად ყველა ტრანზაქცია ბლოკჩინზე არის საჯარო. გარდა ამისა, ტრანზაქციები შეიძლება დაკავშირებულ იქნას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან [19]. ბიტკოინ ბირჟებზე, სადაც ბიტკოინები ტრადიციულ ვალუტაში ივაჭრება, შესაძლებელია, აუცილებელ მოთხოვნებში პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება იყოს საჭირო.

ფინანსური კონფიდენციალობის გაზრდისთვის, თითოეული ტრანზაქციისთვის შესაძლებელია ახალი მისამართი იქნას გენერირებული[20]. მაგალითად, იერარქიულად განსაზღვრული ჩანართები ქმნიან შემთხვევით შერჩეულ "მოძრავ მისამართებს" თითოეული გარიგებისთვის, ამისათვის კი მხოლოდ ერთი „საიდუმლო ფრაზაა“ დასამახსოვრებელი, რომ ყველა ტრანზაქციის მისამართი ერთად შეინახოთ და მოგვიანებით მათი შეამოწმება შეძლოთ. სტენფორდის უნივერსიტეტსა და კონკორდიის უნივერსიტეტში მკვლევარებმა ასევე აჩვენეს, რომ ბიტკონის ბირჟებს და სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ აქტივები, ვალდებულებები და გადახდისუნარიანობა მათი მისამართების გამოვლენის გარეშე „ნულოვანი მტკიცების“ გამოყენებით [21] .

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინს თავდაპირველად ხელმძღვანელობდა სატოში ნაკამოტო.2010 წელს ნაკამოტომ გადასცა ქსელის გასაღები გევინ ანდერსენს [22]. ანდერსენმა განაცხადა, რომ ის შემდგომ ცდილობდა კონტროლის მექანიზმის დეცენტრალიზებას: "სატოშის გადადგომის შემდეგ, რაც პროექტი ჩემს მხრებზე გადმოვიდა, ერთ-ერთი პირველი რაც მე შევეცადე, არის დეცენტრალიზაცია, ასე რომ, თუ ავტობუსი დამეჯახება, ცხადია რომ პროექტი მაინც გაგრძელდება "[22] . ამან კი შექმნა შესაძლებლობა ბიტკონის სამომავლო განვითარების გზაზე."

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინი საყოველთაოდ მოიხსენიება ისეთ ტერმინებთან, როგორიცაა ციფრული ვალუტა , ციფრული ნაღდი ფული [23], [92] ვირტუალური ვალუტა, [4] ელექტრონული ვალუტა, [18] ან კრიპტოვალუტა. კითხვა, არის თუ არა ბიტკოინი ვალუტა ჯერ კიდევ სადავოა[24] . 2015 წლის იანვარში The Economist- ის თანახმად, Bitcoins- ს,როგორც ვალუტას, სამი სასარგებლო თვისება აქვს: ისინი "ძნელად მოსაპოვებელია, მიწოდება შეზღუდულია და ადვილად გადამოწმებადი"[25]. ეკონომისტები ფულს განსაზღვრავენ, როგორც ფასეულობის შენახვას, გაცვლის საშუალებას და ანგარიშის ერთეულს და ეთანხმებიან, რომ ბიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რათა დააკმაყოფილოს ყველა ეს კრიტერიუმი.[26] ის საუკეთესოა, როგორც გაცვლის საშუალება;

მომხმარებელთა რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელთა რაოდენობა 2013 წელს 300 000-დან 1,3 მილიონამდე იყო, მას შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.[26]

სავაჭრო ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს მომხმარებლებს 100 000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში შეეძლოთ ბიტკოინით გადახდა[27]. ჩვეულებრივ, საკრედიტო ბარათის პროცედურების მიხედვით 2-3% -ის ნაცვლად, ბიტკოინით გადახდით მომხმარებლებს ეჭრებოდათ 2%-დან 0-მდე საკომისიო.[28] ფირმებმა, რომლებმაც 2014 წელს ბიტკოინი გადახდის საშუალებად აღიარეს : Paypal [29], Microsoft [30], Dell [31], და Newegg[32].

ფინანსური ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინის კომპანიებს გაუჭირდათ ტრადიციული საბანკო ანგარიშების გახსნა, რადგან ბანკების წარმომადგენლებს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ეშინოდათ[33]. BitPay- ის თანადამფუძნებლის, ანტონიო გალიპის განცხადებით, "ბანკები უფრთხიან ბიტკოინთან საქმის დაჭერას, მაშინაც კი როცა ეს ძალიან უნდათ" [34].2014 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა ბიტკოინთან კავშირების მქონე ბიზნესები დაბლოკა [35] და HSBC-მა უარი თქვა ბიტკოინის ჰეჯირების ფონდით მომსახურებაზე[36] .მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ბანკებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვაში, რომელსაც ბიტკოინი ეფუძნება[37]. 2013 წლის ანგარიშში, Bank of America-ს მენეჯერმა Merrill Lynch განაცხადა "ჩვენ გვჯერა, რომ ბიტკოინი შესაძლებელია გახდეს ძირითადი გადახდის საშუალება და ასევე, სერიოზული კონკურენტი ტრადიციული ფულისა[38].2014 წლის ივნისში გაიხსნა პირველი ბანკი ბოსტონში, რომელმაც დეპოზიტების ბიტკოინში გადაყვანა შესაძლებელი გახადა[39] .

ინვესტიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთმა არგენტინელმა შეიძინა ბიტკოინები, რათა დაეზღვიათ საკუთარი დანაზოგები მაღალი ინფლაციისა და რისკისგან, რომ სახელმწიფო მათ დანაზოგებს ჩამოართმევდა[40]. 2012-2013 წლებში კვიპროსის ფინანსური კრიზისის დროს ბიტკოინის შესყიდვები გაიზარდა, შემნახველი ანაბრების დაკარგვის მაღალი რისკის გამო[41].

Winklevoss ტყუპებმა გააკეთეს ინვესტიცია ბიტკოინში. 2013 წელს ვაშინგტონ პოსტის მტკიცებით, მათ არსებული ბიტკოინების 1% ჰქონდათ[42]. ინვესტიციის სხვა მეთოდი ბიტკოინის ფონდებია. პირველი რეგულირებული ბიტკოინის ფონდი დაარსდა ჯერსიში 2014 წლის ივლისში და ის აღიარა ჯერსის ფინანსური სერვისების სააგენტომ [43]. ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes- მა 2015 წლის დეკემბერში ბიტკოინში ინვესტიცის სასარგებლოდ არგუმენტები გამოაქვეყნა [44]. ამავე გამოცემამ ბიტკოინი 2013 წელს ინვესტირების საუკეთესო საშუალებად აღიარა. არსებობს უარყოფითი მოლოდინებიც : 2013 წელს და 2014 წელს, ევროპის საბანკო დაწესებულებამ და ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (FINRA), ამერიკის შეერთებული შტატების თვითრეგულირების ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ ბიტკოინში ინვესტირება მნიშვნელოვან რისკებს ატარებს[45].

სარისკო კაპიტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიები, როგორიცაა Peter Thiel's Founders Fund , რომელმაც BitPay- ში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტცია განახორციელა, თავად არ ყიდულობს ბიტკოინებს, ისინი ამჯობინებენ სახსრების ისეთ კომპანიებში დაბანდებას, რომლებიც ბიტკოინის გადახდას უზრუნველყოფენ სავაჭრო ობიექტებში, ან კომპანიებში, რომლებიც ბიტკოინებით ვაჭრობას უწყობენ ხელს და ა.შ [46]. 2012 წელს adam draper, მამის ფინანსური მხარდაჭერით, დააფუძნა ბიტკოინზე ფოკუსირებული სტარტაპ-ინკუბატორი. ადამის მამა, Tim Draper მეწარმე კაპიტალისტი ,ერთ-ერთი უმსხვილესი bitcoin- ის მფლობელი, მას შემდეგ, რაც მან აუქციონზე 30 000 ბიტკოინი მოიგო, იმ დროს წოდებული „იდუმალი მყიდველი“ [47]. [122] კომპანიის მიზანია 100 ბიტკონ ბიზნესის დაფინანსება მომავალი 2-3 წლის განმავლობაში. ინვესტორები ასევე აბანდებენ ბიტკოინის მაინინგში.[48] .2015 წლის პაოლო ტასკაის კვლევის თანახმად,ბიტკოინ სტარტაპების საერთო მოცულობამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა (Q1 2012 - Q1 2015) [49]

ფასი და რყევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფასი-მარცხენა ვერტიკალზე და მერყეობა-მარჯვენა ვერტიკალზე</ref> name="Blockchain.info" />

Mark T. Williams თქმით, 2014 წლის მონაცემებით, ბიტკოინს ჰქონდა შვიდჯერ უფრო დიდი მერყეობა,ვიდრე ოქროს, რვაჯერ უფრო მეტი ვიდრე the S&P 500 ს და 18-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აშშ დოლარს[50]. Forbes- ის თანახმად, არსებობს შემთხვევები, სადაც არასტაბილურობას გავლენა არ აქვს, მაგალითად, ონლაინ თამაშები,სადაც ბიტკოინის გამომუშავება ხდება და საერთაშორისო ფულადი გზავნილები [51] . 2011 წელს, ერთი ბიტკოინის ღირებულება სწრაფად გაიზარდა დაახლოებით $ 0.30 აშშ დოლარიდან 32 აშშ დოლარამდე[52]. 2012 წლის მეორე ნახევარში და 2013 წელს კვიპროსის ფინანსური კრიზისის პარალელურად ბიტკოინმა ფასის ზრდა დაიწყო, 2013 წლის 10 აპრილს 266 აშშ დოლარზე მაღალი აღმოჩნდა [53]. 2013 წლის 29 ნოემბერს, ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 1,242 აშშ დოლარს მიაღწია [54]. 2014 წელს ფასები მკვეთრად დაეცა. 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით ერთი ბიტკოინი 600 აშშ დოლარი იყო [55] .2015 წლის იანვარში, ბიტკოინი დაეცა მის ყველაზე დაბალ დონეზე 2013 წლის შემდეგ და შეადგინა 224 აშშ დოლარი [56]. ასევე 2015 წლის იანვარში ბიზნეს ინსაიდერმა განაცხადა, რომ ნარკოტიკების დილერებისგან გაჟღერდა, რომ ისინი შემოსავლებს კარგავენ ფასის ვარდნის პროპორციულად, რადგან არ შეუძლიათ ბიტკოინების სხვა ვალუტაზე სწრაფად და მათთვის უსაფრთხოდ გადაცვლა. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ ბიტკოინის მფლობელებს უარი ეთქვათ მათ ფლობაზე,გაეყიდათ და ამით უფრო მიეცათ ბიძგი , რომ ფასი დავარდნილიყო [57]. Wall Street Journal- ის სტატიის მიხედვით, 2016 წლის 19 აპრილისთვის ბიტკონი იყო უფრო სტაბილური, ვიდრე ოქრო წინა 24 დღის განმავლობაში და ვარაუდობენ, რომ მისი ფასი მომავალში უფრო სტაბილური იქნება [58]. 2017 წლის 3 მარტს, ბიკონის ფასმა პირველად გადააჭარბა უნცია ოქროს საბაზრო ღირებულებას [59][60].

იურიდიული სტატუსი, გადასახადები და რეგულირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნების გამო, მისი შეზღუდვა ან აკრძალვა შეუძლებელია, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება კრიმინალიზებული იყოს [61]. ბიტკონის იურიდიული სტატუსი არსებითად განსხვავებულია ქვეყნებს შორის. ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება ვაჭრობისთვის და სხვა მიზნებისთვის ნებადართული გახადა, ზოგიერთმა კი საერთოდ აკრძალა. რეგულაციები და აკრძალვები, რომლებიც ვრცელდება ბიტკოინზე, შესაძლოა გავრცელდეს სხვა კრიპტოვალუტებზეც[62].

კრიმინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიმინალების მიერ ბიტკოინის გამოყენება ფინანსური მარეგულირებლის, საკანონმდებლო ორგანოების, სამართალდამცავებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა [63]. SEC- მა გამოაქვეყნა გაფრთხილება ვირტუალური ვალუტის გამოყენებით საინვესტიციო სქემების შესახებ [63], ასევე აშშ-ს სენატმა 2013 წლის ნოემბერში ვირტუალური ვალუტების შესახებ მოსმენა გამართა[64] The Daily Herald,[65]. რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებდნენ, რომ ბიტკონის პოპულარობის ზრდის ფონზე, მისი არალეგალური გამოყენება უფრო გაიზრდებოდა [66][67]. 2014 წელს, კენტუკის უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს "მყარი მტკიცებულებები, რომ ენთუზიასტი პროგრამისტები და უკანონო საქმიანობა ბიტკოინში ინტერესის საგანი ხდება"[68].

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andrea Castillo. Bitcoin: A Primer for Policymakers. Mercatus Center. George Mason University (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 September 2013. წაკითხვის თარიღი: 22 October 2013.
  2. Who is Satoshi Nakamoto?“, The Economist, The Economist Newspaper Limited, 2 November 2015. წაკითხვის თარიღი: 23 September 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 August 2016. 
  3. 3.0 3.1 Davis, Joshua. (10 October 2011) The Crypto-Currency: Bitcoin and its mysterious inventor. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 November 2014. წაკითხვის თარიღი: 31 October 2014.
  4. What is Bitcoin?“, CNN Money. წაკითხვის თარიღი: 16 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 31 October 2015. 
  5. Hileman, Garrick; Rauchs, Michel. Global Cryptocurrency Benchmarking Study. Cambridge University. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 April 2017. წაკითხვის თარიღი: 14 April 2017.
  6. Nakamoto, Satoshi. (October 2008) Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System. bitcoin.org. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 March 2014. წაკითხვის თარიღი: 28 April 2014.
  7. bitcoin. OxfordDictionaries.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 January 2015. წაკითხვის თარიღი: 28 December 2014.
  8. Jason Mick. (12 June 2011) Cracking the Bitcoin: Digging Into a $131M USD Virtual Currency. Daily Tech. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 January 2013. წაკითხვის თარიღი: 30 September 2012.
  9. Bitcoin Wallet. Investopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 19 August 2016. წაკითხვის თარიღი: 28 June 2016.
  10. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Blockchain.info არ არის მითითებული ტექსტი; $2
  11. Man Throws Away 7,500 Bitcoins, Now Worth $7.5 Million“, CBS DC, 29 November 2013. წაკითხვის თარიღი: 23 January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 January 2014. 
  12. Backup your wallet on coindesk.com
  13. Andolfatto, David. (31 March 2014) Bitcoin and Beyond: The Possibilities and Pitfalls of Virtual Currencies. Dialogue with the Fed. Federal Reserve Bank of St. Louis. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 April 2014. წაკითხვის თარიღი: 16 April 2014.
  14. The great chain of being sure about things“, The Economist, The Economist Newspaper Limited, 31 October 2015. წაკითხვის თარიღი: 3 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 July 2016. 
  15. Bitcoin Production Will Drop By Half In July, How Will That Affect The Price?“, Forbes, 24 May 2016. წაკითხვის თარიღი: 13 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 May 2016. 
  16. Blockchain Size. Blockchain.info. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 May 2017.
  17. MtGox gives bankruptcy details. bbc.com. BBC (4 March 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 March 2014.
  18. თარგი:Cite thesis
  19. Simonite, Tom. (5 September 2013) Mapping the Bitcoin Economy Could Reveal Users’ Identities. MIT Technology Review. წაკითხვის თარიღი: 2 April 2014.
  20. McMillan, Robert. (6 June 2013) How Bitcoin lets you spy on careless companies. wired.co.uk. Conde Nast. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 February 2014. წაკითხვის თარიღი: 2 April 2014.
  21. Provisions: Privacy-preserving proofs of solvency for Bitcoin exchanges. International Association for Cryptologic Research (26 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 March 2016. წაკითხვის თარიღი: 23 February 2016.
  22. 22.0 22.1 A Solution To Bitcoin’s Governance Problem“, TechCrunch, 21 September 2015. წაკითხვის თარიღი: 24 January 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 January 2016. 
  23. Murphy, Kate. “Virtual Currency Gains Ground in Actual World“, The New York Times, 31 July 2013. წაკითხვის თარიღი: 6 May 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 October 2014. „A type of digital cash, bitcoins were invented in 2009 and can be sent directly to anyone, anywhere in the world.“ 
  24. Joyner, April. “How bitcoin is moving money in Africa“, usatoday.com, USA Today, 25 April 2014. წაკითხვის თარიღი: 25 May 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 May 2014. 
  25. The magic of mining“, The Economist, 13 January 2015. წაკითხვის თარიღი: 13 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 January 2015. 
  26. 26.0 26.1 Free Exchange. Money from nothing. Chronic deflation may keep Bitcoin from displacing its rivals.“, 15 March 2014. წაკითხვის თარიღი: 25 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 March 2014. 
  27. Bitcoin now accepted by 100,000 merchants worldwide“, IBTimes Co., Ltd., 4 February 2015. წაკითხვის თარიღი: 20 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 November 2015. 
  28. Wingfield, Nick. “Bitcoin Pursues the Mainstream“, The New York Times, 30 October 2013. წაკითხვის თარიღი: 4 November 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 November 2013. 
  29. Scott Ellison. (23 September 2014) PayPal and Virtual Currency. PayPal. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 October 2014. წაკითხვის თარიღი: 31 October 2014.
  30. Tom Warren. “Microsoft now accepts Bitcoin to buy Xbox games and Windows apps“, The Verge, Vox Media, 11 December 2014. წაკითხვის თარიღი: 11 December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 December 2014. 
  31. Sydney Ember. “Dell Begins Accepting Bitcoin“, New York Times, 18 July 2014. წაკითხვის თარიღი: 18 July 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 July 2014. 
  32. Newegg accepts bitcoins. newegg.com (1 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 July 2014. წაკითხვის თარიღი: 3 July 2014.
  33. Banks Mostly Avoid Providing Bitcoin Services“, Wallstreet Journal, 22 December 2013. წაკითხვის თარიღი: 27 December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 December 2014. 
  34. Dougherty, Carter. “Bankers Balking at Bitcoin in U.S. as Real-World Obstacles Mount“, bloomberg.com, Bloomberg, 5 December 2013. წაკითხვის თარიღი: 16 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 April 2014. 
  35. Bitcoin firms dumped by National Australia Bank as 'too risky'. Australian Associated Press. The Guardian (10 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 February 2015. წაკითხვის თარიღი: 23 February 2015.
  36. Weir, Mike. (1 December 2014) HSBC severs links with firm behind Bitcoin fund. bbc.com. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 February 2015. წაკითხვის თარიღი: 9 January 2015.
  37. ACCC investigating why banks are closing bitcoin companies' accounts en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 February 2016.
  38. Hill, Kashmir. “Bitcoin Valued At $1300 By Bank of America Analysts“, 5 December 2013. წაკითხვის თარიღი: 23 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 December 2013. 
  39. Bitcoin: is Circle the world's first crypto-currency bank?“, The week.co.uk, 16 May 2014. წაკითხვის თარიღი: 13 June 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 June 2014. 
  40. Lee, Timothy. “Five surprising facts about Bitcoin“, The Washington Post, 21 August 2013. წაკითხვის თარიღი: 2 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 October 2013. 
  41. Salyer, Kirsten. “Fleeing the Euro for Bitcoins“, Bloomberg L.P., 20 March 2013. წაკითხვის თარიღი: 31 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 February 2014. 
  42. The $11 million in bitcoins the Winklevoss brothers bought is now worth $32 million“, The Switch, The Washington Post. წაკითხვის თარიღი: 11 August 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 July 2017. 
  43. Jersey approve Bitcoin fund launch on island“, BBC news, 10 July 2014. წაკითხვის თარიღი: 10 July 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 July 2014. 
  44. Shin, Laura. “Should You Invest In Bitcoin? 10 Arguments In Favor As Of December 2015“, Forbes, 11 December 2015. წაკითხვის თარიღი: 12 December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 December 2015. 
  45. Jonathan Stempel. “Beware Bitcoin: U.S. brokerage regulator.“, reuters.com, 11 March 2014. წაკითხვის თარიღი: 14 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 March 2014. 
  46. Simonite, Tom. “Bitcoin Millionaires Become Investing Angels“, Computing News, MIT Technology Review, 12 June 2013. წაკითხვის თარიღი: 13 June 2013. 
  47. Ten-hut! Bitcoin Recruits Snap To“, Wall Street Journal, Dow Jones & Company, 1 December 2014. წაკითხვის თარიღი: 9 December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 February 2015. 
  48. CoinSeed raises $7.5m, invests $5m in Bitcoin mining hardware – Investment Round Up“, Red Herring, 24 January 2014. წაკითხვის თარიღი: 9 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 March 2014. 
  49. Tasca, Paolo (7 September 2015). Digital Currencies: Principles, Trends, Opportunities, and Risks. Social Science Research Network. SSRN 2657598.
  50. Williams, Mark T.. (21 October 2014) Virtual Currencies – Bitcoin Risk. World Bank Conference Washington DC. Boston University. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 November 2014. წაკითხვის თარიღი: 11 November 2014.
  51. Lee, Timothy B.. “Bitcoin's Volatility Is A Disadvantage, But Not A Fatal One“, Forbes, 12 April 2013. წაკითხვის თარიღი: 15 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 November 2014. 
  52. Lee, Timothy. “When will the people who called Bitcoin a bubble admit they were wrong“, The Washington Post, 5 November 2013. წაკითხვის თარიღი: 10 January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 January 2014. 
  53. Lee, Timothy B.. “An Illustrated History Of Bitcoin Crashes“, Forbes, 11 April 2013. წაკითხვის თარიღი: 7 January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 September 2015. 
  54. Ben Rooney. “Bitcoin worth almost as much as gold“, CNN, 29 November 2013. წაკითხვის თარიღი: 31 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 October 2014. 
  55. Bitcoin prices remain below $600 amid bearish chart signals. nasdaq.com (August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 October 2014. წაკითხვის თარიღი: 31 October 2014.
  56. As Bitcoin's Price Slides, Signs of a Squeeze“, New York Times, 13 January 2015. წაკითხვის თარიღი: 16 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 January 2015. 
  57. Deep Web Drug Dealers Are Freaking Out About The Bitcoin Crash“, Business Insider, 16 January 2015. წაკითხვის თარიღი: 18 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 January 2015. 
  58. Is Bitcoin Becoming More Stable Than Gold?“, The Wall Street Journal, 19 April 2016. წაკითხვის თარიღი: 20 April 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 April 2016. 
  59. Bitcoin value tops gold for first time“, 3 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 April 2017. 
  60. Molloy, Mark. “Bitcoin value surpasses gold for the first time“, 3 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 April 2017. 
  61. China May Be Gearing Up to Ban Bitcoin en. ციტატა: „The decentralized nature of bitcoin is such that it is impossible to “ban” the cryptocurrency.“ წაკითხვის თარიღი: 6 October 2017.
  62. Tasca, Paolo (7 September 2015). Digital Currencies: Principles, Trends, Opportunities, and Risks. Social Science Research Network. SSRN 2657598.
  63. 63.0 63.1 Lavin, Tim. “The SEC Shows Why Bitcoin Is Doomed“, bloomberg.com, Bloomberg LP, 8 August 2013. წაკითხვის თარიღი: 20 October 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 March 2014. 
  64. Lee, Timothy B.. “Here's how Bitcoin charmed Washington“, The Washington Post, 21 November 2013. წაკითხვის თარიღი: 10 October 2016. 
  65. The scam called Bitcoin“, Daily Herald, 13 June 2015. წაკითხვის თარიღი: 20 September 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 June 2015. 
  66. Monetarists Anonymous“, The Economist, The Economist Newspaper Limited, 29 September 2012. წაკითხვის თარიღი: 21 October 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 October 2013. 
  67. Ball, James. (22 March 2013) Silk Road: the online drug marketplace that officials seem powerless to stop. theguardian.com. Guardian News and Media Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 October 2013. წაკითხვის თარიღი: 20 October 2013.
  68. Matthew Graham Wilson & Aaron Yelowitz (November 2014). "Characteristics of Bitcoin Users: An Analysis of Google Search Data". Social Science Research Network Working Papers Series. SSRN 2518603.