მონაცემთა ბაზა
მონაცემთა ბაზა — ელექტრონული ინფორმაციის მართვის სისტემა. მისი მთავარი დანიშნულებაა ინფორმაციის დაცულად შენახვა და მომხმარებლისთვის სათანადო ფორმით მიწოდება. სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან: მონაცემთა ბაზის სამართავი პროგრამისა (DBMS - Database management system) და თვითონ ინფორმაციისგან. სამართავი პროგრამის დანიშნულებაა ინფორმაციის შენახვა, ორგანიზება, მართვა და გადმოცემა.
მონაცემთა ბაზები განსაკუთრებული სახით ორგანიზებული ფაილებისა და ჩანაწერების ნაკრებია. თანამედროვე მონაცემთა ბაზები დაფუძნებულია მონაცემთა ბაზების მართვის რელაციურ მოდელზე. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა (DBMS) საშუალებას გვაძლევს სრულად გავაკონტროლოთ მონაცემთა განსაზღვრის, მათი გადამუშავებისა და ერთობლივი გამოყენების პროცესი. იგი გვიადვილებს დიდი მოცულობის ინფორმაციის შეკრებასა და გადამუშავებას.[1]
მონაცემთა ბაზების გამოყენების უპირველეს მოტივაციას წარმოადგენს მონაცემთა წვდომის სიჩქარე. თუ მონაცემთა ბაზის სტრუქტურა სწორად არის შერჩეული, მაშინ, მიუხედავად მონაცემთა ბაზის ზომებისა და მასში არსებული ჩანაწერების რაოდენობისა, ბიზნეს პროცესი შეუფერხებელია. მონაცემთა ბაზები უზრუნველყოფენ მონაცემთა შენახვის ეფექტურ, უსაფრთხო და მოქნილ ხერხს და გამოიყენებიან სხვადასხვა მიმართულების პროგრამებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მონაცემთა ბაზა საიტზე Curlie
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შესავალი მონაცემების ბაზების მართვის სისტემაში Access. press.tsu.edu.ge. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2020.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |