პერიკლე არგიროპულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პერიკლე ემანუილის ძე არგიროპულო (დ. 24 ივლისი [ ძვ. სტ. 12 ივლისი], 1839 — გ. 30 დეკემბერი [ ძვ. სტ. 18 დეკემბერი], 1862) — რუსი რევოლუციონერი, წარმოშობით ბერძენი.

1859 წლიდან „ყაზანის სტუდენტთა ბიბლიოთკის“ წრის მონაწილე. 1860–1861 წლებში პეტრე ზაიჩნევკისთან ერთად ხელმძღვანელობდა სტუდენტთა წრეს, რომელიც თარგმნიდა და ავრცელებდა აკრძალულ წიგნებს (ლუდვიგ ანდრეას ფოიერბახს, ალექსანდრე გერცენს, ნიკოლოზ ოგარიოვს და სხვა), მასწავლებლობდა საკვირაო სკოლებში, სადაც ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. 1861 წლის 22 ივნისს დააპატიმრეს, დაკითხვებზე არ დაფარა თავისი შეხედულებები. გარდაიცვალა განაჩენის გამოცხადებამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]