ბერნდ ჰაინრიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პროფ. ჰაინრიხი, ბათუმი 2017 წ.

ბერნდ ჰაინრიხი (გერმ. Bernd Heinrich; დ. 1 ივნისი, 1962, შტუტგარტი, გერმანია[1]) — გერმანელი იურისტი და ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და საავტორო სამართლის სპეციალისტი[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნდ ჰაინრიხი ქალაქ შტუტგარტში დაიბადა. მშობლები არ იყვნენ დაკავებული აკადემიური საქმიანობით[3]. 1968-1972 წლებში სწავლობდა, შტუტგარტ-ლუგინსლანდის დაწყებით სკოლაში, ხოლო 1972-1982 წლებში — ვირტემბერგ-გიმნაზიაში.

1982 წელს ბერნდ ჰაინრიხი ჩაირიცხა ტიუბინგენის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო 1985 წლიდან მან დამატებით დაიწყო პოლიტიკის შესწავლა (მაგისტრატურა). სამი წლის შემდეგ, 1988 წლის აპრილში მან იურისტთა პირველი სახელმწიფო გამოცდა ჩააბარა. იურიდიული კონსულტაციის სფეროში ის იყო იურგენ ბაუმანის აკადემიური ასისტენტი, მოგვიანებით კი ულრიხ ვებერის ასისტენტი. 1991 წლის ივლისში მან იურისტთა მეორე სახელმწიფო გამოცდა ჩააბარა, რის შემდეგაც მუშაობდა ულრიხ ვებერთან კვლევით ასისტენტენტად.

1993 წლის ზაფხულში დაასრულა დისერტაცია უმაღლესი შეფასებით (summa cum laude), სათაურით: კომპიუტერული პროგრამების არაკანონიერი დუბლირების და გავრცელების დასჯა (გერმ. Die Strafbarkeit der unbefugten Vervielfältigung und Verbreitung von Standardsoftware). მისი დისერტაციისთვის მან 1994 წლის დეკემბერში მიიღო რეინოლდის და მარია ტეფელის ფონდის ჯილდო. 1999 წელს, ბერნდ ჰაინრიხმა დაიცვა ჰაბილიტაცია თემაზე „თანამდებობის მატარებლის ცნება სისხლის სამართალში“ და  მოიპოვა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და საავტორო უფლებების სამართლის უნივერსიტეტში სწავლების უფლებამოსილება.

2000 წლის აპრილიდან სექტემბრამდე ის იყო ტიუბინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი. 2001 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, 2001 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის ივლისამდე კი ის კონსტანცის უნივერსისტეტში ასწავლიდა.

2003 წლის მარტში, ჰაინრიხი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და საავტორო უფლების პროფესორად დაინიშნა. 2010 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე ჰაინრიხი იყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. 2015 წლის აპრილიდან კი ის ასწავლის თუბინგენის უნივერსიტეტში[4].

პროფ. შრამი & პროფ. ჰაინრიხი, თუბინგენი 2018 წ.

კვლევა და საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების ძირითადი სფეროებია სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილის დოგმატიკა (გამოცემული აქვს სახელმძღვანელო სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში: Lehrbuch Strafrecht, Allgemeiner Teil, 5. Aufl. 2016[5].), აგრეთვე დამხმარე სისხლის სამართლის კანონმდებლობა (განსაკუთრებით იარაღის კანონი, ომის იარაღის კანონი, ასაფეთქებელის კანონი და კლუბის სისხლის სამართლის კანონი), საავტორო უფლებების დაცვა (კრიმინალური დანაშაულების ფოკუსირება) და სისხლის სამართლის კანონმდებლობა.

2006 წლიდან ბერნდ ჰაინრიხი იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის  სამართლის ფაკულტეტის აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის თანაორგანიზატორი. ამ ქსელის მეშვეობით მეცნიერული გაცვლა ხდება რიგაში (ლატვია), კიევში (ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტი, უკრაინა), ერევანში (რუსული უნივერსიტეტი, სომხეთი) და თბილისში (სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო) არსებულ უნივერსიტეტებთან. 2015 წლიდან კი მან ამ პროექტს შეუერთა ივან ფრანკოს უნივერსიტეტი (უკრაინა), უნგრეთის მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დოკუზ-ილუს უნივერსიტეტი (თურქეთი)[6].

ბერნდ ჰაინრიხი ჩართულია გერმანულ-ქართულ სისხლის სამართლის პროექტში, რომელსაც აფინანსებს „ფოლკსვაგენის ფონდი“. ეს პროექტი ხორციელდება იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (ჰაინარ ალვარტი, ედვარდ შრამი)[7].

ბერნდ ჰაინრიხი გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ[8] = Deutsch-Georgischen Strafrechtszeitschrift) და კრიმინალ-პოლიტიკური ჟურნალის (KriPoZ[9] = Kriminalpolitische Zeitschrift) თანაგამომცემელია.

გალერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]