ბელედუეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბელედუეინი
სომალ. Beledweyne
არაბ. بلد وين
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ჰირანის რეგიონი
კოორდინატები 4°44′09″ ჩ. გ. 45°12′14″ ა. გ. / 4.735972° ჩ. გ. 45.203972° ა. გ. / 4.735972; 45.203972
ფართობი 24 კმ²
ცენტრის სიმაღლე 182 მეტრი
მოსახლეობა 55 410 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
ბელედუეინი — სომალი
ბელედუეინი

ბელედუეინი (სომალ. Beledweyne, არაბ. بلد وين) — ქალაქი სომალიში, ჰირანის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 55 410 ადამიანს.[1].

ქალაქი მდებარეობს მდინარე უები-შაბელეს ნაპირზე, ეთიოპიის რეგიონ ოგადენის საზღვართან ახლოს, 332 კმ-ით ჩრდილოეთით სომალის დედაქალაქ — მოგადიშოდან. მდინარე უები-შაბელე ქალაქს ყოფს ორ ნაწილად — დასავლეთად და აღმოსავლეთად.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელედუეინის კლიმატი საკმაოდ მშრალია. ყველაზე უფრო მაღალი ტემპერატურა აქ შეიმჩნევა გაზაფხულის თვეებში, ყველაზე უფრო დაბალი — დეკემბერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელედუეინი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; აქ არიან დაბადებულები ბევრი ცნობილი სომალელი პოლიტიკური მოღვაწეები — ადენ აბდულა ოსმან დაარიდან მოჰამედ ფარაჰ აიდიდამდე.

1909 წელს დერვიშების სახელმწიფოს დედაქალაქის ტალეჰში გადატანის შემდეგ საიდ მოჰამედ აბდილე ჰასანმა და მისმა დერვიშებმა ბელედუეინთან ახლოს ააშენეს ფორტი ოგადენის რეგიონზე საკუთარი კონტროლის გამყარების მიზნით[2].

1960 წლიდან — დამოუკიდებელი სომალის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.

1970-იან წლებში, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ქალაქი იყო დასავლეთ სომალის განთავისუფლების ფრონტის ბაზა, რომელიც საკუთარ მიზნად ისახავდა ეთიოპიის ოგადენის პროვინციის მიერთებას «დიდ სომალისთან».

სომალის ომის დროს სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ ეთიოპიის ჯარის ნაწილების დახმარებით დაიბრუნა ქალაქი ისლამური სასამართლოების კავშირის ხელიდან (2006 წელი). მაგრამ 2008 წლის ბოლოსთვის ბელედუეინი გადავიდა მოძრაობა აშ-შაბააბის კონტროლ ქვეშ. 2009 წლის 18 ივნისს ქალაქში მოხდა დიდი ტერორისტული აქტი, ნაღმჩადებული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი. 2010 წელს ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ბრძოლას, რომელშიც ისლამისტებმა ერთობლივი ძალებით შეძლეს დაემარცხებინათ სომალის სამთავრობო ჯარები. მიუხედავად ამისა, 2011 წლის 31 დეკემბერს ქალაქი კვლავ გადავიდა ფედერალური მთავრობის კონტროლ ქვეშ. ოპერაცია განახორციელეს სომალის და ეთიოპიის შეიარაღებულმა ძალებმა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population of Beledweyne, Somalia. Mongabay.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-09-17. წაკითხვის თარიღი: 2012-04-06.
  2. Said S. Samatar Oral Poetry and Somali Nationalism. — Cambridge: University Press, 1982. — P. 133. — ISBN 9780521238335
  3. Ethiopian troops capture Beledweyne from Somalia militants“, BBC News, 31 December 2011. წაკითხვის თარიღი: 2012-04-06.