ბეიტსის მოტელი (ფილმი)
ბეიტსის მოტელი | |
---|---|
სარეკლამო ბროშურა, 1987 წ. | |
ჟანრი | საშინელებათა |
ეფუძნება | პერსონაჟები „ფსიქოდან“ — რობერტ ბლოხი |
სცენარი | რიჩარდ როტშტეინი |
რეჟისორი | რიჩარდ როტშტეინი |
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორ(ებ)ი | ჯ. პიტერ რობინსონი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | რიჩარდ როტშტეინი |
პროდიუსერ(ებ)ი |
კენ ტოპოლსკი ჰენრი კლაინი |
ადგილ(ებ)ი |
ბერბანკი, კალიფორნია ლოს-ანჯელესი |
ოპერატორი | ბილ ბეტლერი |
რედაქტორ(ებ)ი |
დენ კენი რიჩარდ ფრიმანი |
ხანგრძლივობა | 95 წუთი |
კომპანია | Universal Television |
დისტრიბუტორი |
NBCUniversal Television Distribution (2004-2011) Warner Bros. Television Distribution (2001-დღემდე) Sony Pictures Television (2002-დღემდე) |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | NBC |
ჩვენების ფორმატი |
შავ-თეთრი ფერადი |
აუდიო ფორმატი | Stereo |
პირველად ეთერში | 5 ივლისი, 1987 |
ბეიტსის მოტელი (ინგლ. Bates Motel) — 1987 წლის ამერიკული ზებუნებრივი საშინელებათა ტელეფილმი და „ფსიქოს“ ფრენჩაიზის სპინოფი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია რიჩარდ როსტშტეინი, მწარმოებელი — კენ ტოპოლსკი, მთავარ როლებში მონაწილეობენ: ბად კორტი, ლორი პეტი, მოუზეს განი, გრეგ ჰენრი, ჯეისონ ბეიტმანი და კერი კინი. ფილმის პრემიერა გაიმართა 1987 წლის 5 ივლისს.[1]
ფილმი არის ალექს უესტის, ფსიქიკურად არასტაბილური ახალგაზრდის შესახებ, რომელმაც თავისი მოძალადე მამინაცვალი მოკლა. ფსიქიატრიულ კლინიკაში იგი უმეგობრდება ნორმან ბეიტსს, რომელიც მას ბეიტსის მოტელს უანდერძებს. თავდაპირველად ფილმს ტელესერიალის საპილოტე ეპიზოდად განიხილავდნენ, თუმცა არხმა ამაზე უარი განაცხადა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექს უესტი (ბად კორტი) მოძალადე მამინაცვლის მკვლელობის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდება და ნორმან ბეიტსის (კურტ პოლი) ოთახის მეზობელი გახდება. მრავალი წლის შემდეგ ნორმანი კვდება და ალექსი იგებს, რომ ნორმანმა მას ბეიტსის მოტელი უანდერძა. ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალექსი კალიფორნიაში, ნორმანის მშობლიურ ქალაქში მიდის (ფილმში ქალაქს სახელი გადაარქვეს, როგორც „ფეირვილი“; მისი ორიგინალური სახელწოდება „ფეირველი“ იყო), სადაც ციხიდან გაქცეული მოზარდის, უილის (ლორი პეტი) და ადგილობრივი ხელოსნის, ჰენრი უოტსონის (მოუზეს განი) დახმარებით მოტელის გახსნას ცდილობს, თუმცა დიდ წარმატებას ვერ აღწევს, რადგან გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ ნორმანის დედის, ნორმას სული იმ ადგილას დაძრწის, რეალობა აღმოჩნდება იქამდე, სანამ არ გაირკვევა, რომ ეს ბანკის მენეჯერის, ტომ ფიულერის (გერგ ჰენრი) მიერ მოწყობილი ხრიკია, რადგან არ უნდა ალექსს სესხი მისცეს და ცდილობს, მას ქალაქი დაატოვებინოს. ამის შემდეგ ტომი იძულებულია ალექსს მოტელის რემონტში დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თაღლითობისთვის ციხეში აღმოჩნდება. მოტელის განახლებას მალევე ასრულებენ.
ამასობაში, ბარბარა პიტერსი (კერი კინი) სახლიდან გაიქცევა და ალექსის მოტელში ღამის გასათევად ჩერდება. იგი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, რადგან ასაკი ემატება, სამი განქორწინების გადატანა მოუწია და შვილები არ ჰყავს. ბარბარა შეხვდება მოზარდ გოგონას (კრისტინ ჰეიჯი), რომელიც მას მოტელში გამართულ გამოსაშვებ წვეულებაზე იწვევს, თუმცა ბარბარამ თინეიჯერებთან ყოფნის გამო თავი უხერხულად იგრძნო. მოგვიანებით ირკვევა, რომ ბარბარას რეალური სახელი არის სალი, ხოლო თინეიჯერი გოგონა — მისი ახალგაზრდა ვერსია ალტერნატიული განზომილებიდან, რომელმც თავი მოიკლა და დატყვევებულია „მეორე მხარეს“ ტონისთან, მის მეგობართან და სხვა თინეიჯერებთან, რომლებმაც თავი მოიკლეს, ერთად. სალი ბარბარას ეუბნება, რომ მისი ცხოვრება სიცოცხლედ ღირს, რის შემდეგაც სხვებთან ერთად მას ტოვებს. ბარბარა მოტელიდან მომდევნო დღეს მიდის და ცხოვრებით დატკბობას გადაწყვეტს.
ალექსი ეკრანს უყურებს და მაყურებლებს ეუბნება: „თუკი ოდესმე ოთახი დაგჭირდებათ, შემოიარეთ. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რას იპოვით, მაგრამ სამყაროს სწორედ ეს ამოძრავებს.“
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბად კორტი — ალექს უესტი
- ლორი პეტი — უილი
- მოუზეს განი — ჰენრი უოტსონი
- გრეგ ჰენრი — ტომ ფიულერი
- კრისტინ ჰეიჯი — სალი
- ჯეისონ ბეიტმანი — ტონი სკოტი
- კერი კინი — ბარბარა პიტერსი
- რობერტ პიკარდო — დოქტორი გუდმანი
- ლი დე ბრუ — შერიფი
- კურტ პოლი — ნორმან ბეიტსი
- მარტა ფრამკინი — ექიმი ფილიპი
- რიკ ლიბერმანი — არქიტექტორი
- ტიმოტი ფოლი — ტერი მილერი
- კელი ეიმსი — ბეტი
- პიტერ დობსონი — ბილი პარკსი
- პაულა ირვინი — რებეკა
- გრეგ ფინლი — ადვოკატი
- ნატ ბერნშტეინი — გაყიდვების მენეჯერი #1
- ჯორჯ ფლაუერი — უსახლკარო
- კარმენ ფილპი — ბადი
- ფარი ბალარდი — მღვდელო
- ენდი ალბინი — მისტერ იოკსი
- დოლორეს ალბინი — მისის ფიშერი
- რობერტ აქსელროდი — გაყიდვების მენეჯერი #2
- კრეგ რიჩარდ ნელსონი — დაკრძალვის ორგანიზატორი
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი DVD-ზე 2013 წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა ექსკლუზიურად Amazon.com-ზე.[2]
2014 წლის 2 სექტემბერს Universal Pictures-მა ფილმი DVD-ზე ხელახლა გამოუშვა (ამავდროულად: „ფსიქო II“, „ფსიქო III“ და „ფსიქო IV: დასაწყისი“).[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბეიტსის მოტელი. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-29. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
- ↑ Amazon.com
- ↑ Amazon.com
|
- 1987 წლის ფილმები
- 1987 წლის ტელეფილმები
- 1987 წლის საშინელებათა ფილმები
- 1980-იანი წლების ზებუნერივი საშინელებათა ფილმები
- ამერიკული ტელეფილმები
- ამერიკული ზებუნებრივი საშინელებათა ფილმები
- ამერიკული ფილმები
- ფსიქოს (ფრენჩაიზი) ფილმები
- საშინელებათა ტელეფილმები
- ამერიკული ფილმები მოჩვენებების შესახებ
- ფილმი-სპინოფები
- Universal Pictures-ის ფილმები