შინაარსზე გადასვლა

ჯეისონ ბეიტმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეისონ ბეიტმენი)
ჯეისონ ბეიტმანი

ბეიტმანი 2011 წელს.
დაბადების სახელი ჯეისონ კენტ ბეიტმანი
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1969 (1969-01-14) (55 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
რეჟისორი
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები) ამანდა ანკა (იქ. 2001)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: კენტ ბეიტმანი
ნათესავები ჯასტინ ბეიტმანი (და)
პოლ ანკა (მამამთილი)

ჯეისონ კენტ ბეიტმანი (ინგლ. Jason Kent Bateman; დ. 14 იანვარი, 1969)[1]ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი.[2] მან მსახიობობა 1980-იან წლებში დაიწყო, სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობით, სატელევიზიო სერიალებს შორისაა: ამერიკული ისტორიული დრამატული სერიალი „Little House on the Prairie“,[3] „Silver Spoons“ და „The Hogan Family“. 2000-იან წლებში „Arrested Development“-ში შესრულებულ მაიკლ ბლათის როლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ როლის შესრულებით მან ოქროს გლობუსი და სატელიტის ჯილდო მოიგო.[4] იგი ასევე გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „Teen Wolf Too“ (1987), „განქორწინება ამერიკულად“ (2006), „ჯუნო“ (2007), „ჰენკოკი“ (2008), „ცაში მინდა“, „სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის“, „ექსტრაქტი“ (სამივე 2009), „მეგობარზე მეტი“ (2010), „აუტანელი ბოსები“ (2011) და მისი შემდეგი ნაწილი „აუტანელი ბოსები 2“ (2014), „საჩუქარი“ (2015), „კორპორატიული წვეულება“, „ზოოტოპია“ (ორივე 2016), „დამპლური თამაშები“ (2018).

რეჟისორია ფილმების: „ცუდი სიტყვები“ (2013), „ფენგების ოჯახი“ (2015), „ოზარკი“ (2017-დღემდე). მას აღებული აქვს „პრაიმტაიმ ემი ნომინაცია“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ჯეისონ ბეიტმანი დაიბადა 1969 წლის 14 იანვარს, ნიუ-იორკში. როდესაც, ჯეისონი 4 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ჯერ სოლტ-ლეიკ-სიტიში გადავიდა, შემდეგ კი კალიფორნიაში. დედამისი, ვიქტორია ელიზაბეტი წარმოშობით ინგლისელია.[5] ხოლო მამამისი, კენტ ბეიტმანი, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერია. მისი უფროსი და, ჯასტინ ბეიტმანიც მსახიობია.[6] ბეიტმანს ასევე ჰყავს სამი ნახევარ ძმა.

ბეიტმანი 2001 წლის 3 ივლისს კანადელი მომღერლის, პოლ ანკას ქალიშვილზე – ამანდა ანკაზე დაქორწინდა. წყვილს ჰყავს ორი ქალიშვილი.[7]

  1. Jason Bateman: Actor, Film Actor, Television Actor (1969–). Biography.com (FYI / A&E Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2015. ციტირების თარიღი: January 1, 2018.
  2. Sirota, Brendan Vaughan,Peggy (March 21, 2013). „Jason Bateman Cover Story - GQ April 2013“. GQ (ინგლისური). ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  3. Freeman, Hadley (October 9, 2014). „Jason Bateman: 'My dirty secret? Playing the straight man. Because he gets to be in every scene'. The Guardian (ინგლისური). UK. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  4. Smith, Patrick (May 22, 2013). „Jason Bateman interview: 'Arrested Development gave me a new life'. The Daily Telegraph. UK. ციტირების თარიღი: November 3, 2015.
  5. Rose, Steve (July 16, 2011). „Jason Bateman: 'I've got a great deal of dirt on Jennifer Aniston'. The Guardian. UK.
  6. „Jason Bateman: I'm Not a Great Son“. USA Today. May 19, 2008. ციტირების თარიღი: May 28, 2010.
  7. "Jason Bateman Welcomes Daughter Maple Sylvia დაარქივებული December 15, 2016, საიტზე Wayback Machine. ". (February 16, 2012). People.