შინაარსზე გადასვლა

ბასელ ხართაბილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასელ ხართაბილი
მშობლიური სახელი باسل خرطبيل
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1981
დამასკო, სირია
გაუჩინარდა 15 მარტი, 2012
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 2015[1][2]
ეროვნება სირიელი
მოქალაქეობა სირიის დროშა სირია
საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
ცნობილია როგორც Aiki Framework, Openclipart, Open Font Library, Fabricatorz, Mozilla, Creative Commons
ხელმოწერა

ბასელ ხართაბილი (არაბ. باسل خرطبيل‎‎), აგრეთვე ცნობილი როგორც ბასელ საფადი, (დ. 1981 — გ. 2015) — ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის პალესტინელი სირიელი დეველოპერი. 2012 წლის 15 მარტს, სირიის ამბოხის ერთი წლისთავზე, იგი სირიის ხელისუფლებამ დააპატიმრა და დამასკოში, ადრის ციხეში მოათავსა.[3] 2015 წლის 3 ოქტომბერს, იგი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს, სავარაუდოდ იმისათვის, რათა სამხედრო სასამართლოს გაესამართლებინა.[4][5] 2015 წლის 7 ოქტომბერს, Human Rights Watch-მა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე 30-მა სხვა ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს მიმართვა და მოითხოვეს ხათაბილის ადგილსამყოფელის დასახელება.[6] 2015 წლის 11 ნოემბერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხათაბილი საიდუმლოდ იყო სიკვდილით დასჯილი.[7][8] 2017 წლის აგვისტოში ცნობილი ხდება, რომ სირიის რეჟიმს ხათაბილი 2015 წელს, გაუჩინარებიდან სულ მალევე დაესაჯა სიკვდილით.[9][10]

ხათაბილი დამასკოში დაიბადა და სირიაშივე გაიზარდა, სადაც ის ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში სპეციალიზდა. იგი კომპანია Aiki Lab-ის ტექნოლოგიების მთავარი ინჟინერი[11] და თანადამფუძნებელი იყო; ასევე მთავარი ინჟინრის პოზიციას იკავებდა Al-Aous-ში[12] — სირიის არექოლოგიური მეცნიერებისა და ხელოვნების კვლევით ინსტუტუტში.[13] გარდა ამისა, ხართაბილი იყო Creative Commons-ის პროექტის მენეჯერი სირიაში და წვლილი შეჰქონდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა Mozilla Firefox-ი, ვიკიპედია, Openclipart-ი, Fabricatorz-ი და Sharism-ი.[14] განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა სირიაში ინტერნეტის გავრცელებისა და წვდომის ხელშეწყობაში, სირიელი ხალხის ცოდნის ამაღლებაში.[15]

მის უკანასკნელ ნამუშევრებს შორისაა სირიის უძველეს ქალაქ პალმირას 3D ვირტუალური რეკონსტრუქცია,[16][17] რეალური დროის ვიზუალიზაცია და Fabricatorz-ით შექმნილი ნამუშევარი ვებ-პროგრამირების სტრუქტურა Aiki Framework-ისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Bassel Khartabil: Syrian internet freedom activist 'executed'. BBC News. 2017-08-02.
  2. „Syria: Extrajudicial execution of Bassel Khartabil a grim reminder of Syrian prison horrors“. Amnesty International. 2017-08-02.
  3. „#FREEBASSEL: a campaign to free Bassel Khartabil from Syrian jail“. Al Bawaba. 4 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
  4. WE NEED EVERYBODY’S HELP TO #FREEBASSEL (2015-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03.
  5. Amira Al Hussaini. (2015-10-03) Fears for Imprisoned Syrian Blogger Bassel Khartabil, Transferred to an Unknown Location. Global Voices.
  6. Syria: Disclose Whereabouts of Detained Freedom of Expression Advocate. Human Rights Watch (2015-10-07).
  7. IGF 2015 Flyer on Bassel Khartabil. eff.org. ციტირების თარიღი: 2015-11-15.
  8. #FreeBassel: Death Sentence Rumored for Syrian Web Developer. ციტირების თარიღი: 2015-11-15.
  9. Horrific: Reports that Bassel Khartabil Has Been Executed in Syria (1 August 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 1 August 2017.
  10. One of Syria’s most famous activists has been executed in prison, widow confirms (2 August 2017). ციტირების თარიღი: 2 August 2017
  11. Aiki lab. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 2017-08-12.
  12. الأوس للنشر. الأوس للنشر. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2017-08-12.
  13. Syria.
  14. Threatened Voices / Bloggers / Bassel (Safadi) Khartabil.
  15. „Request for Written Answer on the Question of the Imprisonment of Bassel Safadi Khartabil“. European Parliament. 18 March 2014. ციტირების თარიღი: 9 April 2014.
  16. #NEWPALMYRA. newpalmyra.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-17. ციტირების თარიღი: 2017-08-12.
  17. Bassel Safadi discusses project involving 3D reconstruction of ancient city of Palmyra at San Francisco Art Institute, live from Syria via Skype. ციტირების თარიღი: 1 July 2013.