ბარუ
იერსახე
ბარუ | |
---|---|
ბარუ | |
კოორდინატები: 08°48′28″ ჩ. გ. 82°32′34″ დ. გ. / 8.808000° ჩ. გ. 82.543000° დ. გ. | |
ქვეყანა | პანამა |
სიმაღლე | 3474 მ |
ქედი | კორდილიერა-დე-ტალამანკა |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბარუ (ესპ. Barú) — სტრატოვულკანი პანამაში. ქვეყნის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3474 მ. მდებარეობს ჩირიკის პროვინციაში, კორდილიერა-დე-ტალამანკის ქედზე. ნათელ ამინდებში ვულკანის მწვერვალიდან მოჩანს წყნარი ოკეანე და კარიბის ზღვა. მიძინებული ვულკანია, უკანასკნელი დიდი ამოფრქვევა დაფიქსირდა დაახლოებით 500 წელს. გარდა ამისა, ცნობილია 1550 წელს მომხდარი მცირე ამოფრქვევა. კრატერის სიგანე დაახლოებით 6 კმ აღწევს. მწვერვალს გასდევს 12 კილომეტრიანი პოპულარული ტურისტული მარშრუტი. მწვერვალზე იშვიათად ძევს თოვლი. 1976 წელს ვულკანი და მისი ტერიტორია გამოცხადდა ეროვნულ პარკად (ფართობი 14,325 ჰა).