ბალგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალგის ციხესიმაგრე
Замок Бальга

ციხესიმაგრე 2006 წელს
კოორდინატები 54°33′09″N 19°58′10″E / 54.552592° ჩ. გ. 19.9695° ა. გ. / 54.552592; 19.9695
მდებარეობა მამონოვო, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1250
მდგომარეობა ნანგრევი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910229000

ბალგის ციხესიმაგრე (რუს. Замок Бальга, გერმ. Burg Balga) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული და ყველაზე ცნობილი შუა საუკუნეების რაინდთა ციხესიმაგრე, მდებარეობს ქალაქ მამონოვოში, კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია აგურის გოთიკის სტილში 1250 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის მიხედვით V საუკუნეში, ამ ადგილას, კურშის ცელის ნაპირას მვებარეობდა ციხესიმაგრე ხონევე, რომელიც პრუსიელებმა ააგეს თავიანთი მეფის ვიდევუტისათვის. ხის ციხესიმაგრიდან, რომელიც მაღლობზე მდებარეობდა კარგად მოჩანდა ყურე. სწორედ ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ მიიქცია რაინდების ყურადღება XIII საუკუნეში, პრუსიის ქრისტიანიზაციის პერიოდში. ამის გამო 1239 წელს მძიმე ბრძოლების შემდეგ ციხესიმაგრე გადავიდა ტევტონთა ორდენის რაინდების ხელში.

ციხესიმაგრე, რომელიც აგებულია სამხედრო მეცნიერების წესებით, იყი შესანიშნავი თავდაცვითი საშუალება, მაგრამ მისი ხის ნაგებობები არაერთხელ დამწვარა ადგილობრივი მოსახლეობის თავდასხმების შედეგად. ამის გამო, 1250 წელს ტევტონთა ორდენის ჯვაროსნებმა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ააშენეს კონვენტის შენობა, რომელიც მომავალი ქვის ციხესიმაგრის საფუძველი გახდა. სამშენებლოდ იყენებდნენ ქვას და გამომწვარ აგურს.

1390-იან წლებში ციხესიმაგრეს ხელმძღვანელობდა კონრად ფონ კიბურგი. 1525 წელს ჰერცოგმა ალბრეხტმა ბალგის ციხესიმაგრე უწყალობა ზემლანდის ეპისკოპოსს გეორგ ფონ პოლენცს, რომელიც ციხესიმაგრეს ფლობდა 1550 წლამდე. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ნაგებობის მნიშვნელობა დაკნინდა. შვედეთის ომის დროს, 1620 წელს მეფე გუსტავ ადოლფი ციხესიმაგრეს იყენებდა საკუთარ ბაზად. მოგვიანებით ციხესიმაგრის ერთ-ერთ განყოფილებაში გაიხსნა ტრაქტირი, ხოლო კოშკს გამოიყენებდნენ როგორც შუქურას.

1701 წელს პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-მა ბალგის ქვები გამოიყენა პილაუში ციხესიმაგრის ასაშენებლად, რის შემდეგაც ციხესიმაგრე პრაქტიკულად გადაიქცა ქვის მომპოვებელ კარიერად.

1927 წელს ტურიზმის განვითარების მიზნით ციხესიმაგრის ტერიტორიაზე გახსნეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ფორბურგის კედლებზე წააწერეს ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრების სახელები.

1945 წლის შემდეგ ციხესიმაგრის ფუნქციები დაქვეითდა. ჩვენს ეპოქამვე შემორჩენილია მხოლოდ ფორბურგის ნანგრევები და ციხესიმაგრის წმინდა ნიკოლოზის კირხე.

ბალგის რაიონში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი სასტიკი ბრძოლა. მის მიწებს კი შეესივნენ „შავი არქეოლოგები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Овсянов, А. В руинах старого замка. — Калининград: Янтарный сказ, 1998. — ISBN 5-7406-0021-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]