შინაარსზე გადასვლა

თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კირხე)
თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია
Lutherische Kirche Sankt Peter und Paul


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ლუთერანობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კურთხევის წელი 18 მაისი, 1897
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლეოპოლდ ბილდელფი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 1897 წლით

თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია, „კირხე“ (გერმ. Lutherische Kirche Sankt Peter und Paul) — წმინდა პეტრე და პავლეს სახელზე აშენებული გერმანელთა ლუთერანული ეკლესია იყო, რომელიც გერმანელებმა ააშენეს და საზეიმოდ აკურთხეს 1897 წლის 18 მაისს. ეკლესია ნეოგოთიკურ სტილში იყო აშენებული. 1947 წელს კომუნისტურმა მთავრობამ ეს ძეგლი დაანგრია.

ეკლესია ააგეს XIX საუკუნის 20-იან წლებში. გერმანელთა ლუთერანულ ეკლესიაზე მოგვითხრობს 1837 წელს თბილისში ჩამოსული ინგლისელი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰმი

ვიკიციტატა
„...მსურდა წირვას დავსწრებოდი მტკვრის გაღმა მხარეს მდებარე ახალ თბილისის გერმანელთა კოლონიის ეკლესიაში ...მდინარიდან რამდენიმე მილით დაშორებული სოფლის ბოლოს . უხეში კონსტრუქციის პატარა ეკლესიაში წირვა უკვე დაწყებულიიყო. პასტორი უბრალო, მაგრამ განათლებული კაცი, ნათლად და ენერგიულად კითხულობდა საღვთო წერილს. განსაკუთრებით მასიამოვნა სინღერამ,თავისი მარტივი ჰარმონიით...“

აღნიშნული ეკლესია თბილისის XIX საუკუნის გეგმაზე სხვადასხვანაირად არის დატანილი. ძველი ეკლესიის, რის შესახებაც ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი ასე წერს

ვიკიციტატა
„გერმანელთ ტფილისში აქვთერთი მშვენიერი ეკლესია მიხეილის ქუჩაზე აკურთხეს 1897 წელს.“

მ.ჯანაშვილის მიერ მოხსენებულმა გერმანელთა ეკლესიამ იარსება XX საუკუნის 40-იან წლებამდე. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გამოყენებული იყო თბილისის მოსახლეობისაგან ჩამორთმეული რადიო მიმღების საწყობად. ეკლესია დაანგრიეს 1946-1947 წლებში, მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს. კირხეს გამო ქუჩას ეწოდა კირიჩნაია, ხოლო ეკლესიის მიმდენარე ტერიტორიას კი კირკის უბანი.

ძველი თბილისის პანორამა, აქვეა ლუთერანული ეკლესიაც
  • რიჩარდ ყილბრაჰამის მოგზაურობა საქართველოში თბ., 1990
  • ბერიძეთ., ძველი თბილისის გარე უბნების ისტორია ,თბ., 1977
  • ჯანაშვილი მ., საქართველოს დედა ქალაქი ტფილისი, ქუთ., 1899.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]