შააკენის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შააკენის ციხესიმაგრე
Замок Шаакен
Сastle schaaken.jpg
ციხესიმაგრის თანამედროვე მდგომარეობა
კოორდინატები 54°54′21″N 20°40′08″E / 54.905833° ჩ. გ. 20.668889° ა. გ. / 54.905833; 20.668889
მდებარეობა ნეკრასოვო, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1257
მდგომარეობა ნაწილობრივ შემორჩენილი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3930555000

შააკენის ციხესიმაგრე (რუს. Замок Шаакен, გერმ. Schaaken) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს სოფელ ნეკრასოვოში, კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსებულია ძველი პრუსიული ციხესიმაგრის ზოკეს (შემდეგ შოკინი) ადგილზე დაახლოებით 1270 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად პრუსიული შააკენის (საკენი) თემი მოიხსენიება ტევტონთა ორდენის ქრონიკებში 1258 წელს. „ძველი პრუსიის ისტორია“ მოგვითხრობს, რომ ორდენის ხის ციხესიმაგრის მშენებლობა შააკენში დაიწყო 1261 წელს. შუა საუკუნეების მშენებლებმა ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყეს არა კურშის ყურის ნაპირზე, არამედ მისი სანაპიროდან ოთხი კილომეტრის მოშორებით. ციხესიმაგრის ასაშენებლად დააგუბეს მდინარე შააკენი (ამჟამად ბოლშაია-მორიანა) და ჭაობიან გრუნტზე ააშენეს თავდაცვითი ნაგებობა. ქრონიკებში ასევე მოიხსენიება, რომ 1270 წელს შააკენში ააშენეს საეპისკოპოსო ხის ციხესიმაგრე.

მოგვიანებით, ციხესიმაგრის თავდაცვით კედელთან ააგეს მრავალი ნაგებობა, რომლებშიც განათავსეს სამლოცველო, საცხოვებლები და სხვა სამეურნეო ნაგებობები[1].

სიტყვა შააკენი პრუსიული ენიდან შემოვიდა და ნიშნავს „ბალახს“, რაც არა არის გასაკვირი, რადგანაც ამ ადგილის ბუნებრივი ლანდშაფტი გამოირჩევა მწვანე ბალახით და ლერწმით[2].

1697 წელს ჰავანში, შააკენიდან შორიახლოს, შეჩერდა რუსეთის დიდი ელჩობა, რომელიც მიემგზავრებოდა დასავლეთ ევროპაში. იმპერატორი პეტრე I დიდი შეჩერდა შააკენში 1711 წლის 11 ნოემბერს, 1712 წლის 9 ივლისსა და 1717 წლის 23 სექტემბერს[3].

შააკენის ციხესიმაგრის თანამედროვე მდგომარეობა

შააკენის ციხესიმაგრე პრაქტიკულად არ დაზიანებულა დიდი სამამულო ომის დროს. 1945 წლის ბოლოდან ციხესიმაგრეში განთავსებული იყო თავშესაფარი გერმანელი ბავშვებისათვის, რომელიც მოქმედებდა 1947 წლამდე. ომის შემდეგ ციხესიმაგრის შენობას გამოიყენებდნენ, როგორც კოლმეურნეობის თავლად, რომელიც არსებობდა 1960-იანი წლების დასაწყისამდე. შემდეგ ციხესიმაგრე საცხოვრებლად გადააკეთეს, ხოლო ზოგიერთ ოთახს იყენებდნენ საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის[4].

1980-იან წლებში ციხესიმაგრეში ცხოვრობდა მხოლოდ ერთი ოჯახი[1].

2000-იან წლებში ციხესიმაგრე გადაეცა იჯარით კერძო პირს. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, გარემონტეს ციხესიმაგრის კედლები. ციხესიმაგრეში მიმდინარეობდა ტურისტული ექსკურსიები, გამოფენილი იყო შუა საუკუნეების იარაღები და ნივთები[5]. 2011 წელს ციხესიმაგრე გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 2012 წელს ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кулаков В. И. Дорогами Ульмеригии. — Калининград: Бизнес-Контакт, 2000.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]