ააფსთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაკლანოვკა)
ააფსთა
აფხ. Ааԥсҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე ბზიფის ქედი
43°16′40″ ჩ. გ. 40°48′28″ ა. გ. / 43.278000° ჩ. გ. 40.807806° ა. გ. / 43.278000; 40.807806
სათავის სიმაღლე 1445 მ
შესართავი შავი ზღვა
43°05′12″ ჩ. გ. 40°41′12″ ა. გ. / 43.086833° ჩ. გ. 40.686806° ა. გ. / 43.086833; 40.686806
სიგრძე 35 კმ
აუზის ფართობი 243 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 11,9 მ³/წმ
ააფსთა — საქართველო
ააფსთა
ააფსთა
ააფსთა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ააფსთა
ააფსთა
— სათავე, — შესართავი

ააფსთა[1] (აფხ. Ааԥсҭа[2]; ყოფ. ბაკლანოვკა[3]) — მდინარე საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს, აუზის ფართობი 243 კმ²-ს. სათავე აქვს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1445 მეტრ სიმაღლეზე და მის სამხრეთ კალთაზე მოედინება.

ხეობა გამომუშავებულია ცარცულ და იურულ კირქვებში. ქვემო დინებაში გორაკ-ბორცვიან ზოლში გაედინება. შავ ზღვას ერთვის გუდაუთასა და ახალ ათონს შორის. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ხშირი წყალმოვარდნა. მთავარი შენაკადია მდინარე დოხვართა. შუაწელში მარცხნივ ერთვის ხაბიუს მღვიმური ნაკადი. საშუალო წლიური ხარჯია 11,9 მ³/წმ.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
  2. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 568
  3. 1902 წლის ერთვერსიან რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „ბაკლანოვკა“ (რუს. р. Баклановка)
  4. თ. ბერაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 9.