შინაარსზე გადასვლა

ბადი გაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადი გაი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯორჯ გაი
აგრეთვე ცნობილი როგორც ბადი
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1936 (79 წლის)
ლეთსვორთი, ლუიზიანა, აშშ
დაბ. ადგილი Lettsworth[1]
წარმოშობა ამერიკელი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი ჩიკაგო ბლუზი,
ელექტრო ბლუზი,
ბლუზ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი,
სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1953-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA, Cobra, Chess, Delmark, Silvertone, MCA, Atlantic, MPS, Charly, Zomba Music Group, Jive, Vanguard, JSP Records, Rhino Records, Purple Pyramid, Flyright, AIM Recording Co., Alligator Records, Blues Ball Records
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Buddy Guy Signature Stratocaster
საიტი buddyguy.net
ბადი გაი ვიკისაწყობში

ჯორჯ „ბადი“ გაი (ინგლ. George Buddy Guy; დ. 30 ივლისი, 1936) — ამერიკელი ბლუზ გიტარისტი და მომღერალი. ის არის ჩიკაგო ბლუზის შემსრულებელი და განიცდის: ჯიმი ჰენდრიქსის, ერიკ კლეპტონის, ჯეფ ბეკის და სტივ რეის გავლენას. იგი არის გრემის 6 გზის გამარჯვებული.

როლინგ სტოუნსის შეფასებით ბადი გაი რანგით 30-ე გიტარისტია "მსოფლიოს 100 გიტარისტებს" შორის. მისი სიმღერა "Stone Crazy" აგრეთვე მოხვდა როლინგ სტოუნსის "100 საუკეთესო სიმღერათა შორის". ერიკ კლეპტონის თქმით ბადი გაი არის, "საუკეთესო ცოცხალი გიტარისტი".

გაის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, "როდესაც დავტოვე სახლი: ჩემი ისტორია", გამოიცა 2012 წელს.

ბადი გაი დაიბადა 1936 წლის ივლისს ლეთსვორთში, ლუზიანაში, სემ და იზაბელ გაის ოჯახში. იგი მათი მეხუთე შვილი იყო. 7 წლის ასაკში მან დაიწყო გიტარის დაკვრა. თავდაპირველად იგი უკრავდა ორ სიმიან მუსიკალურ საკრავზე "Didley Bow"-ზე. შემდგომში უკვე მან აიღო აკუსტიკური გიტარა, რამაც დასაბამი მისცა მის მუსიკალურ კარიერას.

1950-იან წლებში გაი იწყებს დაკვრას სხვადასხვა ბენდებთან ბატონ რუჟში. ბატონ რუჟში ცხოვრებისას, გაი იწყებს მუშაობას ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მცველის პოზიციაზე.

1957 წლის 25 სექტემბერს იგი გადადის ჩიკაგოში, სადაც განიცდის მადი ვატერსის გავლენას. 1958 წელს მაგიურმა სემმა და ოტის რაშმა ბადი გაისთან დადეს კონტრაქტი. გაიმ თავისი სიმღერები ჩაწერა "Cobra Records"-ის მეშვეობით. ამის შემდეგ მან ჩაწერა თავისი სიმღერები ჯუნიორ ველსთან "Delmark Records"-ში, ფსევდონიმით "მეგობრული ჩაპი" 1965 და 1966 წლებში. ბადი გაის პირველი სოლო ალბომი იყო "I Left My Blues In San Francisco", რომელიც გამოვიდა 1967 წელს.

1965 წელს გაიმ მონაწილეობა მიიღო ევროპულ ტურში "ამერიკული ფოლკ-ბლუზის ფესტივალი".

ის გამოჩნდა სცენაზე სუპერშოუში 1969 წლის მარტში სტაინში, ინგლისში, სადაც აგრეთვე მონაწილეობდნენ: ერიკ კლეპტონი, ლედ ზეპელინი, ჯეკ ბრიუსი, სტეფან სტილსი, ბადი მაილსი და ა.შ.

ბადი გაი აგრეთვე აწყობს პერფორმანსს ყოველწლიურად, იანვარში "ჩიკაგო ბლუზ კლუბში".

მისი მუსიკა შესაძლოა იცვლებოდეს ყველაზე ტრადიციული, ღრმა ბლუზიდან წინაწარ ამოუცნობ შემოქმედებით გუმბო ბლუზამდე, ავანგარდ როკამდე, თავისუფალ ჯაზამდე, რაც მორფია ყოველი ღამის პერფორმანსის დროს.

გაიმ თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მრავალი კონცერტი ჩაატარა. როგორც, მუსიკოსი მან ფუნდამენტალური ძვრები მოახდინა ბლუზისა და როკ-ენ-როლის ჟანრში. მან ახალი თაობის მრავალ მომღერალს მისცა თავისი მუსიკალური გენიის გავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობა.

ბადი გაის უწოდებენ ხიდს ბლუზსსა და როკ-ენ-როლს შორის. ის არის ისტორიულად დაკავშირებული ელექტრო ბლუზის პიონერ მადი ვატერსთან და ჰოულინ ვოლფთან და ისეთ მუსიკოსებთან, როგოროებიც არიან: ერიკ კლეპტონი, ჯეფ ბეკი, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯიმი პეიჯი. იგი აგრეთვე დაკავშირებულია ბლუზის ლეგენდასთან სტივ რეისთან. რეიმ ერთხელ თქვა: "რომ არ ყოფილიყო ბადი გაი, არ იქნებოდა სტივ რეი".

სიმღერები, როგორიცაა "Red House", "Voodoo Chile" და "Voodoo Child" ვერ იარსებებდა, რომ არა ბადი გაი. სწორედ მისი მეშვეობით მოხერხდა ჯიმი ჰენდრიქსის მიერ ამ სიმღერების შექმნა.

ბადი გაიმ გახსნა როლინგ სტოუნსის მრავალი ტური 1970-იან წლებში. მასზე Guns N' Roses გიტარისტმა სლეშმა თქვა: "ბადი გაი არის საუკეთესო კომბინაცია რიტმ-ენდ-ბლუზის და როკ-ენ-როლის.

2012 წლის 21 თებერვალს, გაიმ კონცერტი გამართა თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და პირველ ლედის მიშელ ობამას პატივსაცემად.

ბადი გაიმ 6-ჯერ მოიგო გრემის ჯილდო, ორჯერ მისი მუშაობისთვის ელექტრო და აკუსტიკურ გიტარასთან და ოთხჯერ თანამედროვე და ტრაციული ბლუზ ალბომისთვის. 2003 წელს იგი დაჯილდოვდა ნაციონალური მედალით ხელოვნების დარგში. ეს მედალი გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ბადი გაი ერიკ კლეპტონმა და ბი ბი კინგმა მიიწვიეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2005 წლის 14 მარტს.

პირადი ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადი გაის ოჯახში, რამდენიმე ადამიანი არის მუსიკოსი. მისი ძმა ფილ გაი, ასევე ბლუზ მუსიკოსია, როგორც ბადის შვილი გრეგ გაი.

1991 წლიდან 2002 წლამდე ის ქორწინებაში იყო ჯენიფერ გაისთან. ურთიერთობა განქორწინებით დამთავრდა.

ალბომიწელილეიბლიშენიშვნები
Hoodoo Man Blues1965Delmarkჯუნიორ ველსთან ერთად
Chicago / The Blues / Today!, Vol. 11966Vanguardჯუნიორ ველსთან ერთად
It’s My Life, Baby!1966Vanguardჯუნიორ ველსთან ერთად
I Left My Blues In San Francisco1967Chessბადი გაის პირველი სოლო ალბომი
Berlin Festival - Guitar Workshop1967MPS
A Man and the Blues1968Vanguard
Coming at You1968Vanguard
Blues Today1968Vanguard
This Is Buddy Guy (Live)1968Vanguard
Hot and Cool1969Vanguard
First Time I Met the Blues-Python1969
Buddy and the Juniors1970MCAჯუნიორ მანსთან და ჯუნიორ ველსთან ერთად
Buddy & Junior Mance & Junior Wells1971Harvest (UK)
South Side Blues Jam1970Delmarkჯუნიორ ველსთან და ოტის სპანთან ერთად
In the Beginning1971Red Lightnin’
Play the Blues1972Rhinoჯუნიორ ველსთან ერთად
Hold That Plane!1972Vanguard
I Was Walking Through the Woods1974Chessიწერებოდა 1960-64 წ.წ
Got to Use Your Head1979Blues Ball
The Dollar Done Fell1980JSP
Buddy & Phil1981JSP
Stone Crazy!1981Alligator
Going Back1981Isabelჯუნიორ ველსთან ერთად
Drinkin’ TNT ’n’ Smokin’ Dynamite (live)1982Blind Pig
DJ Play My Blues1982JSP
Buddy Guy1983Chess
The Original Blues Brothers (live)1983Blue Moon
Ten Blue Fingers1985JSP
Atlantic Blues: Chicago1986Atlantic
Chess Masters1987Charly
Live at the Checkerboard Lounge, Chicago-19791988JSP
Breaking Out1988JSP
I Ain’t Got No Money1989Flyright
Alone & Acoustic1991Alligator
Damn Right, I've Got the Blues1991Silvertone1991 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
My Time After Awhile1992Vanguard
The Very Best of Buddy Guy1992Rhino/WEA
The Complete Chess Studio Recordings1992Chess
Live at Montreaux1992Evidenceჯუნიორ ველსთან ერთად
Stone Free: A Tribute to Jimi Hendrix1993Reprise
Feels Like Rain1993Silvertone1993 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Slippin' In1994Silvertone1995 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Southern Blues 1957-631994Paula PCD-26
Live: The Real Deal1996Silvertoneჯი. ეი. სმიტთან და "შაბათის ღამის ლაივ ბენდთან" ერთად
Buddy’s Blues1997Chess
Buddy’s Blues 1978-1982: The Best of the JSP Recordings1998JSP
As Good as It Gets1998Vanguard
Heavy Love1998Silvertone
Last Time Around - Live at Legends1998Jiveჯუნიორ ველსთან ერთად
This Is Buddy Guy1998VMD
Blues Master1998Vanguard
Buddy’s Baddest: The Best of Buddy Guy1999Silvertone
The Complete Vanguard Recordings2000Vanguard
Every Day I Have the Blues2000Purple Pyramidჯუნიორ ველსთან ერთად
20th Century Masters: The Millennium: The Best of Buddy Guy2001MCA
Sweet Tea2001Jive2001 წელს ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Double Dynamite2001AIM
Blues Singer 2003Silvertone2003 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო ტრადიციული ბლუზ ალბომისთვის"
Chicago Blues Festival 1964 (Live)2003Stardust
Jammin’ Blues Electric & Acoustic2003Sony
Live at the Mystery Club2003Quicksilver
A Night of the Blues2005ჯუნიორ ველსთან ერთად
Bring 'Em In2005Jive
Can't Quit the Blues: Box Set2006Silvertone/Legacy
Live: The Real Deal2006Sonyჯი. ეი. სმიტთან და "შაბათის ღამის ლაივ ბენდთან" ერთად
Goin' Home: A Tribute to Fats Domino2007Vanguardჯოს სტოუნთან ერთად
Skin Deep2008Jive
The Definitive Buddy Guy2009Shout! Factory
Living Proof2010Jive2010 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Icon2011Geffen/Chess
Live At Legends2012RCA/Silvertone
Rhythm & Blues2013RCA Records
Born to Play Guitar2015RCA Records

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.