შინაარსზე გადასვლა

ა ინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ა ინგი
ჩინ.: 阿英
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1900(1900-02-06)[1]
დაბადების ადგილი უხუ
გარდაცვალების თარიღი 17 ივნისი, 1977(1977-06-17)[1] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩინეთი
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი, დრამატურგი, პოეტი და ნოველისტი
მოქალაქეობა ცინის დინასტია
 ჩინეთი
ჟანრი დრამა, მოთხრობა და ესე

ა ინგი (ჩინ. გამარტ. 阿英, ფინინი: Ā Yīng, ნამდვილი სახელი — ციან სინგცუნი; დ. 6 თებერვალი, 1900, უხუ — გ. 17 ივნისი, 1977) — ჩინელი ლიტერატურათმცოდნე და დრამატურგი. ჩინეთის ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ასოციაციის მდივანი. 1927 წელს პოეტ ძიანგ კუანგცჰისთან ერთად დააარსა საზოგადოება „თაიანგი“ (太阳 „მზე“), რითაც ჩინეთში პროლეტარული ლიტერატურის მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები გახდა. 1930 წელს შეუერთდა მემარცხენე მწერალთა ლიგას. 30-იან წლებში დაწერა დრამები: „გაზაფხულის ქარი და შემოდგომის წვიმა“, „ლი ჩუანგვანგი“ და სხვ. ავტორია ნაშრომებისა ახალი და უახლესი ჩინური ლიტერატურის ისტორიის შესახებ: „თანამედროვე ჩინელი მწერლები“ (1928), „ისტორიული მასალების ინდექსი“ (1935, კრებულში „ახალი ჩინური ლიტერატურის დიდი ანთოლოგია“), „საუბრები პროზაზე“ (1936), „გვიანი ცინგის პროზის ისტორია“ (1937), „გვიანი ცინგის დრამატული და პროზაული ნაწარმოებების კატალოგი“ (1954), „ოპიუმის ომების პერიოდის ნაწარმოებთა კრებული“ (1957), „საფრანგეთ-ჩინეთის ომის პერიოდის ნაწარმოებთა კრებული“ (1957) და სხვ.

  • А Ин // Краткая литературная энциклопедия. т. 1. — М.: «Советская энциклопедия», 1962.