შინაარსზე გადასვლა

ახალგაზრდობის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალგაზრდობის ხიდი
რუს. Молодёжный мост
კოორდინატები: 59°58′04″ ჩ. გ. 30°16′58″ ა. გ. / 59.96778° ჩ. გ. 30.28278° ა. გ. / 59.96778; 30.28278
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კარპოვკა
სიგრძე 27,7 
სიგანე 20 
გახსნის თარიღი 1976 წ.
ახალგაზრდობის ხიდი — რუსეთი
ახალგაზრდობის ხიდი
ახალგაზრდობის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ახალგაზრდობის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ახალგაზრდობის ხიდი (რუს. Молодёжный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკისა და პატარა ნევკის შეერთების ადგილზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და სააფთიაქოს კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 27,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 20 მეტრი.

მდებარეობს კარპოვკის შესართავთან ქვშიან სანაპიროსა და ადმირალ ლაზარევის სანაპიროს შორის.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ოჩხომელის ხიდი.

ხიდმა სახელწოდება მიიღო ახალგაზრდობის სასახლის მიხედვით, რომელიც მდებარეობს მასთან ახლოს პროფესო პოპოვის ქუჩაზე.

ახალგაზრდობის ხიდი ყველაზე ახალი ხიდია, რომელიც გადებულია მდინარე კარპოვკაზე. XX საუკუნის შუა წლებამდე აქ არანაირი გადასასვლელი არ არსებობდა. მდინარე პატარა ნევკის ქვიშიანი სანაპირო, დალის ქუჩიდან დიდი ჯვრის ხიდამდე, კეთილმოწყობილი არც ყოფილა 1976 წლამდე.

ხიდი მშენებლობა მიმდინარეობდა 1975 წლიდან 1976 წლამდე ქვიშიანი სანაპიროს კეთილმოწყობის ფარგლებში, რათა შეექმნათ გასასვლელი ადმირალ ლაზარევის სანაპიროდან პეტროვსკის კუნძულზე. ხიდის პროექტი შეიმუშავა ინჟინერმა ა. ა. სოკოლოვმა და არქიტქტორმა ა. ვ. გოვორკოვსკიმ.

ხიდი ერთმალიანია, მისი ბურჯები რკინა-ბეტონისგანაა აგებული. ფასადი მოპირკეთებულია მეტალის ფირფიტებით, ბურჯები კი — გრანიტით.

ხიდი განკუთვნილია ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ბეტონითაა დაფარული, ხოლო ტროტუარები მოასფალტებულია. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი რკინა-ბეტონის ფილებით.

  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
  • Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]