პეტროპავლოვსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტროპავლოვსკის ხიდი
რუს. Петропавловский мост
Petropavlovsky Bridge SPB 01.jpg
კოორდინატები: 59°58′04″ ჩ. გ. 30°18′50″ ა. გ. / 59.96778° ჩ. გ. 30.31389° ა. გ. / 59.96778; 30.31389
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კარპოვკა
სიგრძე 19,9 
სიგანე 24,3 
გახსნის თარიღი XX საუკუნე წ.
პეტროპავლოვსკის ხიდი — რუსეთი
პეტროპავლოვსკის ხიდი
პეტროპავლოვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
პეტროპავლოვსკის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

პეტროპავლოვსკის ხიდი (რუს. Петропавловский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და სააფთიაქოს კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 19,9 მეტრი, ხოლო სიგანე — 24,3 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს დიდი პროსპექტის დასაწყისში.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს სააფთიაქო ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — სილინის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „პეტროგრადსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდს სახელი უწოდეს პეტროპავლოვსკის ქუჩის მიხედვით, რომელმაც თავის მხრივ სახელი მიიღო XIX საუკუნის 80-იან წლებში ახლოს მდებარე პეტროპავლოვსკის საავადმყოფოს მიხედვით (ამჟამად ფ. ფ. ერისმანის საავადმყოფო).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ხიდი ამ რაიონში ააგეს 1904 წელს. იგი იყო სამმალიანი, მისი სიგრძე შეადგენდა 27,7 მეტრს, ხოლო სიგანე — 11,9 მეტრს.

ამჟამად მოქმედი ხიდი ააგეს სააფთიაქოს კუნძულზე სწრაფი ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1966-1967 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრების პ. პ. რაიაზანცევისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით ხის ხიდის ადგილზე ააგეს ერთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი. ხიდი მოძრაობისათვის გაიხსნა 1966 წლის სექტემბერში.

1982 წელს, დიდ ნევკაზე კანტემიროვის ხიდის აშენების შემდეგ, პეტროპავლოვსკის ხიდი გახდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმთავრესი ელემენტი, რომელიც აკავშირებდა პეტროგრადის, ვიბორგისა და კალინინის რაიონებს.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია, მისი ბურჯები მასიური რკინაბეტონისგანაა აგებული და მოპირკეთებულია გრანიტით. ხიდის მოაჯირები თუჯისგანაა დამზადებული

ხიდი განკუთვნილია ავტოტრანსპორტისთვის და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ასფალტბეტონითაა დაფარული, ხოლო ტროტუარები ბეტონით. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია გრანიტის ფილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]