სილინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილინის ხიდი
რუს. Си́лин мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°58′11″ ჩ. გ. 30°18′27″ ა. გ. / 59.96972° ჩ. გ. 30.30750° ა. გ. / 59.96972; 30.30750
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კარპოვკა
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 36,88 
სიგანე 25,58 
გახსნის თარიღი 1760-იანები წ.
სილინის ხიდი — რუსეთი
სილინის ხიდი
სილინის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
სილინის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

სილინის ხიდი (რუს. Силин мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და სააფთიაქოს კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 36,88 მეტრი, ხოლო სიგანე — 25,58 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს კამენოოსტროვსკის პროსპექტის დასაწყისში.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს პეტროპავლოვსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — გესლეროვსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „პეტროგრადსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798 წლიდან ხიდს ეწოდება სილინის ხიდი მიწის ნაკვეთის მფლობელის გვარის მიხედვით. 1934 წლის 9 ივლისს უწოდეს პიონერის ხიდი. სახელწოდება მოქმედებდა 1991 წლის 4 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც ხიდს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცურავი ხიდი აქ ააგეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 60-იან წლებში ადრე აქ არსებული გადასაზიდის ადგილზე. 1776 წელს ააგეს მუდმივი ხის ხიდი. იგი არაერთხელ გაარემონტეს, მაგრამ კვლავ რჩებოდა, როგორც ხის ნაგებობა. 1876 წელს ხიდი გაამაგრეს კონკის გზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1902 წელს ქალაქის საბჭო განიხილავდა საკითხს ხის ხიდის რკინაბეტონით შეცვლის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ამჟამად მოქმედი რკინა-ბეტონის ხიდი ააგეს 1936 წელს ინჟნერ ა. დ. საპერშტეინისა და არქიტექტორ კ. მ. დმიტრიევის პროექტის მიხედვით. 1974 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]