გეოგრაფიული ატლასი
Jump to navigation
Jump to search

მსოფლიოს რუკა (შედგენილია აბრაჰამ ორტელიუსის მიერ)
ატლასი — რუკების სისტემატიური კრებულია, რომელსაც თან ერთვის განმარტებითი ტექსტი, გამოდის წიგნივით აკინძული ან ერთად თავმოყრილ ცალ-ცალკე ფურცლებად. ტერმინი ატლასი შემოტანილია აღორძინების ეპოქის ფლამანდრიელი კარტოგრაფის გერჰარდ მერკატორის მიერ.