ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1752 წელს შექმნილი ევროპის რუკა (ქართულ ენაზე)

ვახუშტი ბაგრატიონის ატლასებივახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735-1752 წლებში შექმნილი კავკასიისა და ევროპის რუკების ერთობლიობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული კარტოგრაფია, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმეში იკარგება, ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი მოღვაწეობით მან ღირსეული წვლილი შეიტანა ამ ფუნდამენტური დარგის განვითარებაში.

ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლევან მარუაშვილი (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ორი ხელნაწერი ატლასი, რომელთაგან ერთი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, მეორე კი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

პირველი ატლასი 1735წ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ატლასი 1735 წელს არის დასრულებული. მასში თავდაპირველად 8 რუკა იყო, რომელთაგანაც ატლასში 4 მთელი და მეხუთე რუკის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.

ვახუშტის 1735 წლის ატლასი ქ. ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა, თავად გ. პოტიომკინ-ტავრიდელის კუთვნილ სხვა წიგნებთან ერთად. ამიტომ ამ ატლასს „ყაზანურ ატლასადაც“ მოიხსენიებენ. 1880 წელს კავკასიის სტატისტიკის კომიტეტმა ეს რუკები თბილისში ჩამოიტანა, სამიოდე თვის შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნა და დიდი ხნის განმავლობაში ყაზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახებოდა (კატალოგის № 1699).

# აღწერა სურათი
1 აწ ახალი დახაზული სამეფო იბერიისაი ანუ ყოვლისა საქართველოსი კართა ანუ რუკა, რომელ არს ორთა ზღვათა შორის პონტოსა და კასპიისა. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.27.jpg
2 ქარტა ანუ რუკა სამეფოსა ქართლისა ანუ გიორგიისა კერძი. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.26.jpg
3 ქარტა ანუ რუკა სამეფოსა ქართლისა. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.25.jpg
4 კარტა ანუ რუკა კახეთისა, კუხეთისა, ჰერეთისა. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.23.jpg
5 კარტა ანუ რუკა ახალი დახაზული საუფლოსა მოვაკანისა. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.22.jpg

მეორე ატლასი 1745 წ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ატლასის რუკებისაგან განსხვავებით, 1742-1745 წლებში, გაუმჯობესებულ ტოპოგრაფიულ საფუძველზე, ვახუშტიმ შექმნა საქართველოს და მისი რეგიონების რუკის ახალი სერია — 19 რუკით და 2 გენეალოგიური ტაბულით. ეს ატლასი სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აზიურ მუზეუმში ინახებოდა; მას პეტერბურგული ატლასის სახელითაც იცნობენ. ვახუშტის მეორე ატლასი თბილისი 1925 წელს ჩამოიტანეს და საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება (ფონდი № 105). ატლასის ყდაზე არის ფრანგული წარწერა: "Atlas pour Wakhoucht".

1745 წლის ატლასის რუკები ვახუშტი ბაგრატიონს თავისსავე ძირითად გეოგრაფიულ თხზულებში — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში მოუთავსებია იმგვარად, რომ ყოველი მხარის (რეგიონის) გეოგრაფიული აღწერილობის ტექსტს თან ახლდა შესაბამისი ტერიტორიის რუკა; მოგვიანებით, თხზულების ტექსტი და რუკები ცალ-ცალკე აღმოჩნდა აკინძული.

ვახუშტი ბაგრატიონის პირველი ატლასის რუკებისაგან განსხვავებულია მეორე ატლასის რუკები. ამ ატლასში გაუმჯობესებულია გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული საფუძველი; მანძილები ცალკეულ პუნქტებს შორის უფრო სწორადაა გამოთვლილი; ზოგი უზუსტობა, რომელიც პირველ ატლასში კავკასიის რეგიონის კარტოგრაფირებისას იქნა დაშვებული, მეორე ატლასში ნაწილობრივ გამოსწორებულია. ასე რომ, ვახუშტი ბაგრატიონის პირველი და მეორე ატლასი არამცთუ წარმოადგენენ ერთიმეორის სტერეოპულ ასლებს, არამედ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ეთმანეთისაგან და შეესაბამებიან ვახუშტის კარტოგრაფიული მოღვაწეობის ორ სხვადასხვა საფეხურს.

რუკების შინაარსი და ტერიტორიების ასახვის სიზუსტე მნიშვნელოვანწილად კარტოგრაფიულ პროექციებზეა დამოკიდებული. ვახუშტის მეცნიერული მოღვაწეობა ისეთ პერიოდში მოუხდა, როცა ამ მხრივ ბევრი რამ დასამუშავებელი და შესაქმნელი იყო.

ვახუშტისეული პირველი ატლასის რუკების კარტოგრაფიულ საფუძველს წარმოადგენს ცილინდრულ პროექციაში გამოსახული სწორკუთხოვანი ბადე, რომელსაც ქმნიან პერპენდიკულარულად გადამკვეთი განედებისა და გრძედების აღმნიშვნელი სწორი ხაზები. ისევე როგორც XVI-XVII საუკუნის ევროპელ კარტოგრაფებს, ამ ატლასშიც საწყისად ვახუშტის აღებული აქვს აზორის არქიპელაგის კუნძულ კორვოზე გამავალი მერიდიანი.

მეორე ატლასის კარტოგრაფიული საფუძველი საგრძნობლად გაუმჯობესებულია. უწინარეს ყოვლისა, რუკების კარტოგრაფიული ბადე მათემატიკური წესით აგებულია კონუსურ პროექციაში და გეოგრაფიული კოორდინატების ასტრონომიული განსაზღვრება მეტი სიზუსტით გამოირჩევა. ამ ატლასში შესული რუკების გრადუსთა ბადე აგებულია ლ. ფელიეს მიერ პოვნილ მენაკის (მერიდიანის) მიხედვით. ეს ფაქტი მკვლევარმა საგანგებოდ აღნიშნა: „რუკები შედგენილია ახალს პოვნილს უფლის ფელეს მენაკსა ზედა“-ო.

ამგვარად, თუ პირველი ატლასის რუკების გრადუსთა ბადის ასაგებად ათვლის საწყისად ვახუშტის გამოყენებული ჰქონდა კ. კორვოს მერიდიანი (ისევე, როგორც ცნობილ კარტოგრაფ მერკატორს, 1541 წელს), მეორე ატლასის რუკებისათვის ასეთივე როლი შეასრულა კუნძულ ფეროზე გამავალმა მერიდიანმა. უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე I-ის ბრძანებით, XVIII საუკუნის I ნახევარში, რუსეთში შესადგენი რუკებისათვის ათვლის წერტილად სწორედ ეს მერიდიანი იყო მიჩნეული.

1745 წლის ატლასი, ისევე, როგორც ვახუშტის „ისტორია და გეოგრაფია“ 2013 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.

# აღწერა სურათი
1 რუკა მოხაზული საქართველოსი, ანუ ივერიისა, ანუ გეორგიისა ახალს აპნილს მენაკთა ზედა უფლისა ფელეს მიერსა, ორთა კასპიის და შავ ზღვას შორისი, რომელი წილდ ხვდათ რვათა ძმათა, და მჩენარებს თვითოეულად ქართლოსისა, ეგროსისა, ბარდოსისა, მოვაკანისა, ჰეროსისა, ლეკოსისა და კავკასოსი. ხოლო ჰაოსისა არახად მჩენარებს, ხოლო შვიდთა ძმათა წილი თვისისთა მათითა, მდინარითა, მთითა და საზღვრითა და საჩინოთა ადგილთა, ჩემ მიერ მეფის შვილი ვახუშტი. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.11.jpg
2 ქარტა ქართლოსის წილისა, რომელიცა ძმათა თვისთა შორის ქვეყანანი ხვდა და შემდგომად მისსაცოლმან ქართლოსისმან განუყო ხუთთა ძეთა თვისთა მცხეთსს, გარდაბანსს, გაჩიოს, კახოს და კუხოს. მერმე კვალად მცხეთის ხვედრი თვისი განუყო ძეთა თვისთა სამთა - უფლოსს, ოძრახს და ჯავახს. მოხაზული თვისითა ქალაქითა, მთით, მიწით და საზღვრითა. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.12.jpg
3 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.20.jpg
4 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.19.jpg
5 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.18.jpg
6 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.17.jpg
7 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.16.jpg
8 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.15.jpg
9 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.14.jpg
10 ქარტა ანუ რუკა ქართლოსის წილისა, რომელი წილად ხვდათ ძეთა მისთა გაჩიოს და გარდაბოსს და შემდგომად ფარნაოზისაგან იქმნა გარდაბანის წილი ხუნანის საერისთოთ ნარინჯისფრით აქ დაფერებული, ხოლო წითლით დაფერებული წილი გაჩიოსი იქმნა სამშვილდის საერისთოთ, და აწ არს ერთ სადროშოთ საბარათიანოდ, ხოლო მტკვარს იქითი წითელი არს კუხოსის წილი და ყაიყული წილი სომხითისა, რომელი უპყრავს ქართლოს. ყვითელი ქართლის წილი Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi 13.jpg
11 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.28.jpg
12 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.42.jpg
13 რუკა კახეთისა, კუხეთისა და ჱერეთისა, წაწხმლად კახეთად წოდებულისა...ძის აღმოსავლით დაღისტანი, სამხრით ყარაბაღი, ჩრდილოით ღლიღვ-ძურძუკ-ქისტი და დასავლით ქართლი და ყაზახი. ... ეკლესია მონასტრით, მთით მდინარითა და ბუნებით, ციხით, დიდო-თუშეთით ჩემ მიერვე მიშველის ვახუშტისაგან. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.21.jpg
14 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.41.jpg
15 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.40.jpg
16 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.39.jpg
17 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.38.jpg
18 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.35.jpg
19 ქარტა ანუ რუკა ოდიშისა ეგურის წყლის დასავლეთის კერძოსი ზღვამდე და შავი ზღვა აზოვამდე, მისი შემდინარე მდინარენი. ყუბანი და სხვანი. და ქვეყანა ოდიში, აფხაზეთი, ჯიქეთი და კავკას იქით ძველად ოსეთი და ან ჩერქეზი და ყუბანი და ზღვის კიდე ძველად პაჭანიკი ან სხვისა სახელის მქონებელი. Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi 1.jpg
20 Vaxushti Bagrationi Genealogy of Georgian Kingdom 1.jpg
21 Vaxushti Bagrationi Genealogy of Georgian Kingdom 2.jpg

მესამე ატლასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონს რუსეთის არმიის შტაბის თხოვნით შეუდგენია საქართველოს, მისი ცალკეული ნაწილებისა და მეზობელი მხარეების 9 რუკა რუსულ ენაზე (რამდენიმე რუკაზე ქართულ-რუსული წარწერებით), რომლებიც წარმოადგენს ვახუშტისავე ადრე შესრულებული რუკების გამოსახულებას გამდიდრებული ახალი მონაცემებით.

# აღწერა სურათი
1 რუს. Карта Егриси, Абхазети, Имерети, Гурия
(ეგრისის, აფხაზეთის, იმერეთისა და გურიის რუკა)
Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.37.jpg
2 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.34.jpg
3 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.33.jpg
4 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.44.JPG
5 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.32.jpg
6 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.31.jpg
7 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.30.jpg
8 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.29.jpg
9 Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.43.jpg

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1766 წელს იოსებ დელილის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული ვახუშტის 1735 წლის რუკა

ვახუშტის კარტოგრაფიულმა შრომებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს რუსეთისა და დასავლეთ ევროპის მეცნიერულ წრეებში. ცნობა ვახუშტის პირველი ატლასის შესახებ ლაიფციგის გაზეთმა 1737 წლის 5 დეკემბრის ნომერში დაბეჭდა. გაზეთმა დიდი შეფასება მისცა „თბილისელი პრინცის“ მიერ შედგენილ „კავკასიის მთების შესანიშნავ რუკებს“. 1737 წელს ცნობილმა ფრანგმა კარტოგრაფმა, აკადემიკოსმა იოსებ დელილმა სანკტ-პეტერბურგში ვახუშტის პირველი ატლასის რუკების ასლები გადაიღო და პარიზში გაგზავნა. 1766 წელს იმავე დელილმა გამოაქვეყნა იმავე ვახუშტის 1735 წლის ატლასის პირველი რუკის ასლი ფრანგულ ენაზე.

ვახუშტის მეორე ატლასის საფუძველზე შედგენილი იყო 1745 წელს „რუსეთის ატლასში“ შესული კავკასიის ამსახველი რუკები, ხოლო მომდევნო პერიოდში კი სუხოტინის (1771), გიულდენშტედტის (1772), ბურნაშევის (1784) და სხვა რუკებს.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი ბაგრატიონი, „საქართველოს ატლასი“, (ვ. ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი) თბ. 1997 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]