აღმოსავლური ინსტიტუტი
აღმოსავლური ინსტიტუტი (რუს. Восточный институт) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულ იქნა 1899 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ვლადივოსტოკში.
აღმოსავლური ინსტიტუტის ქალაქ ვლადივოსტოკში დაარსების მიზანი იყო იმპერიის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებისთვის აღმოსავლური ენების, აღმოსავლეთის ქვეყნების მცოდნე ადმინისტრაციული და სავაჭრო-სამრეწველო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
ვლადივოსტოკის აღმოსავლური ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახდა პროფესორი ალექსეი პოზდნეევი (რუს. Алексей Матвеевич Позднеев).
აღმოსავლური ინსტიტუტის მთავარ შესასწავლ ენებს შორის იყო ჩინური, იაპონური, მანჯურიული, კორეული და მონღოლური ენები. გარდა აღმოსავლური ენებისა, სტუდენტები შეისწავლიდნენ ისეთ აკადემიურ დისციპლინებს როგორიცაა გეოგრაფია, ანგარიშწარმოება და საქონელმცოდნეობა, აღმოსავლეთის სახელმწიფოების ისტორია და პოლიტიკური ორგანიზაცია. ინგლისური და ფრანგული ენები და იურისპრუდენცია.
აღმოსავლური ინსტიტუტის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთ-იაპონიის ომის დროს ინსტიტუტი გადატანილ იქნა ქალაქ ვერხნეუდინსკში (დღევანდელი ულან-უდე). მეცადინეობები დაიწყო 1905 წლის 4 თებერვალს.
15 თებერვალს (ახალი სტილით) 1905 წლისა აღმოსავლური ინსტიტუტის სტუდენტებმა შეადგინეს რეზოლუცია. 1905 წლის 6 მარტს ინსტიტუტის სტუდენტებს ამურისპირეთის გენერალ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გენერალ მ.ს. ანდრეევის ტელეგრამა გამოუცხადეს, აღმოსავლურ ინსტიტუტში სწავლის შეწყვეტის თაობაზე. სამ პუნქტად შედგენილ დეპეშაში ირკვევოდა, რომ (1. ) ინსტიტუტში წყდებოდა სწავლა და ლექციების კითხვა, (2.) ყველა სტუდენტი და თავისუფალი მსმენელი დათხოვნილი იყო ინსტიტუტიდან პროფესორების მიმართ თავხედური და შეურაცხმყოფელი რეზოლუციის გამო, (3.) თავისუფალი მსმენელი ოფიცრები თავიანთ სამხედრო ნაწილებიდან გარიცხულად ცხადდებოდნენ.
1918 წელს აღმოსავლურმა ინსტიტუტმა ფინანსური პრობლემების გამო დაშლა დაიწყო და მის ბაზაზე კერძო უმაღლესი სასწავლებლები დაარსდა (ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი, უმაღლესი პოლიტექნიკუმი, იურიდიული ფაკულტეტი, აღმოსავლური ფაკულტეტი). ყველა ფაკულტეტს სათავეში ჩაუდგა აღმოსავლური ინსტიტუტის პროფესორები.
1920 წლის 17 აპრილს დროებითი მთავრობის დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო აღმოსავლური ინსტიტუტი და ყველა გამოყოფილი ფაკულტეტი შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაერთიანდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Восточный институт // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона ( = ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია): ტომი 86-ე. (82 ტ. და 4 დამ.). — სანქტ-პეტერბურგი., 1890—1907.