შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Государственный Дальневосточный университет, შემოკლებით ГДУ - გე-დე-უ) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც არსებობდა ქალაქ ვლადივოსტოკში XX საუკუნის პირველ ნახევარში.

შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებში დროებითი მთავრობის დადგენილების საფუძველზე — აღმოსავლური ინსტიტუტის ბაზაზე. შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო გ. ვ. პოდსტავინი (რუს. Г. В. Подставин).

1930 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 9 ახალი უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბების შესახებ, ხოლო შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი გაუქმებული იქნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]