პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოციალიზმის ცნობილი ლოზუნგი საბჭოთა კავშირის გერბზე თხუთმეტი მოკავშირე რესპუბლიკის ენაზე

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ (რუს. Пролетарии всех стран, соединяйтесь!) — საერთაშორისო რევოლუციური პროლეტარიატის დევიზი, საბრძოლო მოწოდება, რომელიც მოუხმობს ყველა ქვეყნის მუშათა კლასსა და მშრომელებს გაერთიანდნენ რევოლუციური ბრძოლის დროშის ქვეშ სოციალური და ეროვნული ჩაგვრისაგან გასანთავისუფლებლად. გამოხატავს პროლერატულ ინტერნაციონალიზმს. იგი პირველად კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა წამოაყენეს და 1847 წელს დამტკიცდა როგორც კომუნისტთა კავშირის დევიზი. ამ მოწოდებით მთავრდება მარქსისა და ენგელსის„კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ (Das Manifest der Kommunistischen Partei).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]