აღმოსავლეთი სუდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღმოსავლეთი სუდანის რუკა

აღმოსავლეთი სუდანი — ცხელი, მშრალი, ტროპიკული სავანების ეკორეგიონი ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში.

იგი წარმოადგენს სავანების ფართე ზოლის აღმოსავლეთ ნახევარს, რომელიც მიემართება აფრიკის აღმოსავლეთისაკენ და დასავლეთისაკენ, მდებარეობს კამერუნის მთიანეთიდან აღმოსავლეთით. საჰელის ზოლში აკაციებით დაფარული მშრალი სავანა მდებარეობს ჩრდილოეთით და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც საჰარის უდაბნოს წარმოადგენს, ხოლო სამხრეთით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ნოტიო ტყეები.

სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის სუდში ჩაფლული მდელოები ამ ტერიტორიას ყოფენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. რელიეფი ძირითადად მოსწორებულია, თუმცა არსებობს ზოგიერთი ჭაობიანი მონაკვეთები ალბერტის ტბის ირგვლივ და ეთიოპიის დასავლეთ ნაწილში.

აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჭარბობს ტროპიკული კლიმატი წვიმიანი სეზონით, დანარჩენი თვეები მშრალია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]