შინაარსზე გადასვლა

აღას მეჩეთი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღას მეჩეთი (აზერბ. Ağa məscidi) — მეჩეთი აზერბაიჯანში, ბაქოს ქალაქ საბუნჩუს რაიონის სოფელ ნარდარანში.

აღას მეჩეთი მდებარეობს ბაქოს სოფელ ნარდარანის სახელობის კვარტალში. აშენდა 1882 წელს [1] (1317 მაჰმადიანური ქრონოლოგიის მიხედვით) შეიხ მაგომედალის ინიციატივით. სხვა წყაროების მიხედვით, მეჩეთი აგებულია 1899-1900 წლებში [2]. საბჭოთა პერიოდში, 1937-1987 წლებში, მეჩეთი საწყობად გამოიყენებოდა. მოგვიანებით მეჩეთის საქმიანობა და ფუნქცია განახლდა [3].

მეჩეთი ორსართულიანია, სწორკუთხა. პირველ სართულზე განთავსებულია ქალთა და მამაკაცთა ადგილები. ქალის ნაწილი გამოყოფილია მამაკაცისგან დიდი ფარდით. ქალთა და მამაკაცთა განყოფილებების ზომები, შესაბამისად, 60 და 170 კვადრატული მეტრია. მეორე სართულზე არის სასულიერო სკოლა-მედრესე.

შენობის კედლები აშენებული იყო მასიური თლილი ქვებით, მაგრამ ფასადის მხრიდან ისინი არ იყო შელესილი. სართულიდან ჭერამდე სიმაღლე 6 მეტრია, ხოლო სართულიდან გუმბათამდე 9 მეტრი. ჭერს მხარს უჭერს თაღებით დაკავშირებული ოთხი დიდი სვეტი. გუმბათზე დამაგრებულია ოთხი სარკმელი. მეჩეთის ამბიონი ნაგებია ქვით და ძალიან საუცხოოდ, უმაღლოს დონეზე არის გაფორმებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მინარეთი, რომელიც დაუმთავრებელი და ნახევრად ფორმისაა. მისი სიმაღლე 16 მეტრია. მეჩეთის ყველა ფანჯარა დაცულია რკინის გისოსებით [3].

  • Книга «Религиозные и мемориальные сооружения. Мечети» (азерб. «Dini və memorial tikililər. Məscidlər.») стр. 146—150, «Nardaran kəndi „Ağa məscidi“»

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღას_მეჩეთი“-დან