ბუღელის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუღელის მღვიმე — კარსტული მღვიმე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, „დიდველის“ ტერიტორიაზე, შვეულ ფლატეში, მდინარე კვერეშულას სათავის რაიონში (მდინარე ცხენისწყლის შენაკადი). შეფარდებითი სიმაღლე 50 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელის სიმაღლე და სიგანე 2-3 მეტრია, სავარაუდო სიგრძე — 70 მ. გვხვდება ცხოველთა მრავალრიცხოვანი ძვლები. ძნელმისადგომია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.