გენოფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გენოფობია ან ცოიტოფობია (ძვ. ბერძნ. γένος genos — სქესი; φόβος — შიში) — სექსუალური სიახლოვის შიში. ეს სიტყვა ასევე ჩამოყალიბდა ბერძნული არსებითი სახელიდან phobos და ტერმინით coitus, რომელიც გულისხმობს კოპულაციის აქტს, რა დროსაც მამრობითი რეპროდუქციული ორგანო შეიყვანება ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში. გენოფობიის აღწერისას შეიძლება გამოყენებული იქნას ტერმინი ეროტოფობია, რომელიც გამომდინარეობს ბერძნული ღვთაების სახელიდან ეროსი, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში არის სიყვარულის ღმერთი.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიძლება არსებობდეს უამრავი მიზეზი, რასაც მოჰყვება ადამიანებში გენოფოფიის განვითარება, თუმცა ბევრ სხვა მიზეზთაგან მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზია სექსუალური ხასიათის ძალადობა ან გაუპატიურება, რაც მსხვერპლში იწვევს გენოფობიის განვითარებას და გამოიხატება სექსის მიმართ ფსიქიკური და ფიზიოლოგიური შიშით.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენოფობიის სიმპტომებია: პანიკის შეტევა, ტერორის და შიშის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, კანკალი, შფოთვა, ოფლიანობა, ხშირი ტირილი და სხვებისათვის თავის არიდება.[1][2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]