არქიმედეს კლანჭი
არქიმედეს კლანჭი (ძვ. ბერძნ. Ἁρπάγη, ასევე ცნობილი როგორც რკინის ხელი) — გემების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ანტიკური იარაღი. მისი შექმნა მიეწერება არქიმედეს. იყენებდნენ ქალაქ სირაკუსეს (ახლანდ. სირაკუზა) ზღვისპირა კედლის დასაცავად.
მისი ზუსტი სტრუქტურა უცნობია. ძველი ისტორიკოსების აღწერენ მას, როგორც კაუჭით აღჭუვილ ერთგვარ ამწეს. მას გრძელი მკლავის ბოლოს დიდი და ძლიერი კლანჭი ჰქონდა. ამ კლანჭს შეეძლო გემის ნაწილობრივ წყალში ჩაძირვა და გადაყირავება კლანჭის მოშვებამდე და გემის წყალში ჩაგდებამდე. ამგვარი გზით მოწინააღმდეგე ან სრულიად ან უმეტესწილად ნადგურდებოდა.
ეს იარაღი გამოიყენეს ძვ.წ 214 წელს მეორე პუნიკურ ომში. ამ დროს რომის რესპუბლიკამ მარკუს კლავდიუს მარცელუსის მეთაურობით 60 კვინკერემით შეუტია სირაკუზას. როდესაც რომაული ფლოტი მიუახლოვდა ქალაქის კედლებს, მანქანები განლაგდნენ ნაპირებთან და მრავალი ხომალდი ჩაძირეს. ლივიუსის თანახმად ეს იარაღი კატაპულტებთან და არქიმედეს სხვა გამოგონებებთან ერთად რომაელთა მარცხზე იყო პასუხისმგებელი.
ამ გამოგონების სანდოობა გამოიკვლიეს 1999 წელს. მას BBC-ის სერიალი „Secrets of the ancients“ იკვლევდა. 2005 წლის დასაწყისში, Discovery Channel-ის სერიაში „Superweapons of the Ancient World“ ის კიდევ ერთხელ გამოიკვლიეს. შოუს პროდიუსერებმა ინჟინრების გუნდი შეკრიბეს . მათ, იმის გათვალისწინებით, რაც ცნობილია არქიმედეს შესახებ, დაევალათ იარაღის რეალისტური დიზაინის შემუშავება. ინჟინრებმა მოწყობილობა სულ რაღაც შვიდ დღეში ააშენეს და გამოცადეს. მათ წარმატებით ამოაყირავეს რომაული გემის მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ადასტურებს კლანჭის არსებობას, მისი არსებობა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Young, C. K. (December 2004). „Archimedes's iron hand or claw – a new interpretation of an old mystery“. Centaurus. 46 (3): 189–207. Bibcode:2004Cent...46..189Y. doi:10.1111/j.1600-0498.2004.00009.x.